ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
green coke | მწვანე კოქსი |
Green coke (raw coke) is the primary solid carbonization product from high boiling hydrocarbon fractions obtained at temperatures below 900 K. It contains a fraction of matter that can be released as volatiles during subsequent heat treatment at temperatures up to approximately 1600 K. This mass fraction, the so-called volatile matter, is in the case of green coke between 4 and 15 wt.%, but it depends also on the heating rate.
Note: Raw coke is an equivalent term to green coke although it is now less frequently used. The so-called volatile matter of green coke depends on temperature and time of coking, but also on the method for its determination. |
მწვანე კოქსი (ნედლი კოქსი) არის მაღალმდუღარე ნახშირწყალბადების ფრაქციის კარბონიზაციის პირველადი მყარი პროდუქტი, მიღებული 900 K-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. იგი შეიცავს ნივთიერებათა ფრაქციას, რომელიც შეიძლება გამოთავისუფლდეს აქროლადი ნივთიერებების სახით შემდგომი თერმული დამუშავების დროს, დაახლოებით 1600 K-მდე ტემპერატურაზე. ამ, ე. წ. აქროლადი ნივთიერების მასური წილი მწვანე კოქსში არის 4-დან 15%-მდე, მაგრამ იგი ასევე დამოკიდებულია გაცხელების სიჩქარეზე.
შენიშვნა: ნედლი კოქსი არის მწვანე კოქსის ექვივალენტური ტერმინი, თუმცა იგი ახლა ნაკლებად გამოიყენება. მწვანე კოქსის ე. წ. აქროლადი ნივთიერება დამოკიდებულია ტემპერატურაზე და დაკოქსვის დროზე, ასევე მისი განსაზღვრის მეთოდზეც. |
Source | წყარო: PAC, 1995, 67, 473 (Recommended terminology for the description of carbon as a solid (IUPAC Recommendations 1995)) on page 494 |