ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

graphite whiskers გრაფიტის საცეცები
Thin, approximately cylindrical filaments in which graphene layers are arranged in a scroll-like manner. There is, at least in part, a regular stacking of the layers as in the graphite lattice, giving rise to h,k,l, X-ray reflections. The physical properties of graphite whiskers approach, along the cylinder axis, those of graphite.

Note:

If there is, due to misalignment of the layers caused by their bending, no three-dimensional stacking order as in graphite, the term carbon whiskers should be used. Graphite whiskers and carbon whiskers should be distinguished from more disordered filamentous carbon.

წვრილი, თითქმის ცილინდრული ფორმის ძაფები, რომლებშიც გრაფენის ფენები სპირალურადაა განლაგებული. ამ ფენებს ნაწილობრივ რეგულარული წყობა აქვს, როგორც გრაფიტის მესერში, რაც იწვევს h,k,l, რენტგენის სხივების არეკვლას. ცილინდრის ღერძის გასწვრივ გრაფიტის ულვაშების ფიზიკური თვისებები გრაფიტის თვისებებს უახლოვდება.

შენიშვნა:

თუ ფენები არასწორადაა განლაგებული, რაც მათი გაღუნვითაა გამოწვეული და არ მიიღება გრაფიტის მსგავსი სამგანზომილებიანი წყობა, უნდა იქნას გამოყენებული ტერმინი „ნახშირბადის ულვაშები“. „გრაფიტის ულვაშები“ და „ნახშირბადის ულვაშები“ უნდა განვასხვავოთ უფრო მოუწესრიგებელი ბოჭკოვანი ნახშირბადისგან.

Source | წყარო:

PAC, 1995, 67, 473 (Recommended terminology for the description of carbon as a solid (IUPAC Recommendations 1995)) on page 492