ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

granular carbon მარცვლოვანი ნახშირბადი
The term granular carbon is equivalent to coarse particulate carbon. This is a carbon material consisting of separate particles or grains which are monolithic, on the average larger than about in diameter, but smaller than about 1 cm.

Note:

Although limits of size cannot be exactly defined, coke grains obtained by grinding belong to coarse particulate carbon for grain sizes above ca. 100 μm, or to fine particulate carbon for grain sizes below ca. 100 μm. Colloidal graphite obtained by grinding of natural graphite is a typical extra fine particulate carbon. Industrial carbon materials (such as electrodes) are made with fillers composed of coarse particulate carbon (coke grains) and fine particulate carbon (flour), and sometimes even colloidal carbon, carbon blacks or soot). They are therefore polygranular materials.

ტერმინი მარცვლოვანი ნახშირბადი მსხვილმარცვლოვანი ნახშირბადის ეკვივალენტურია. ეს არის ნახშირბადის მასალა, რომელიც შედგება ცალკეული ნაწილაკებისგან ან მარცვლებისგან, რომლებიც მონოლითურია, მათი საშუალო დიამეტრი დიდია, თუმცა არ აღემატება 1 სმ-ს.

 შენიშვნა:

მიუხედავად იმისა, რომ ზომის ზღვრები ზუსტად არ შეიძლება განისაზღვროს, კოქსის მარცვლები, რომლებიც მიღებულია დაფქვით, მიეკუთვნება მსხვილმარცვლოვან ნახშირბადს, თუ მათი ზომები დაახლოებით   100 მკმ-ზე მეტია. ან წვრილმარცვლოვან ნახშირბადს, თუ ზომები დაახლოებით 100 მკმ-ზე ნაკლებია. ბუნებრივი გრაფიტის დაფქვით მიღებული კოლოიდური გრაფიტი არის ტიპური უწვრილესი ნახშირბადი. სამრეწველო ნახშირბადის მასალები (როგორიცაა ელექტროდები) მზადდება შემავსებლებით, რომლებიც შედგება მსხვილმარცვლოვანი ნახშირბადისგან (კოქსის მარცვლები) და წვრილმარცვლოვანი ნახშირბადისგან (ფქვილი), ზოგჯერ კი კოლოიდური ნახშირბადის, მურის ან ჭვარტლისაგან,  ამიტომ ისინი პოლიგრანულური (მრავალმარცვლოვანი) მასალებია.

Source | წყარო:

PAC, 1995, 67, 473 (Recommended terminology for the description of carbon as a solid (IUPAC Recommendations 1995)) on page 491