ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

foam ქაფი
A dispersion in which a large proportion of gas by volume in the form of gas bubbles, is dispersed in a liquid, solid or gel. The diameter of the bubbles is usually larger than 1μm, but the thickness of the lamellae between the bubbles is often in the usual colloidal size range. The term froth has been used interchangeably with foam. In particular cases froth may be distinguished from foam by the fact that the former is stabilized by solid particles (as in froth flotation q.v.) and the latter by soluble substances. დისპერსია, რომელშიც აირის დიდი ნაწილი (მოცულობით) ბუშტების სახით დისპერგირებულია სითხეში, მყარ მასაში ან გელში. ბუშტების დიამეტრი ჩვეულებრივ 1 მკმ-ზე მეტია, მაგრამ ბუშტებს შორის ლამელების სისქე ხშირად, ჩვეულებრივ, კოლოიდური ზომების დიაპაზონშია. ტერმინი “ფლოტაციური ქაფი” გამოიყენებოდა ქაფის სინონიმად. კონკრეტულ შემთხვევებში ფლოტაციური ქაფი შეიძლება გამოირჩეოდეს ქაფისგან იმით, რომ პირველი სტაბილიზირებულია მყარი ნაწილაკებით, ხოლო მეორე - ხსნადი ნივთიერებებით.
Source | წყარო:

PAC, 1972, 31, 577 (Manual of Symbols and Terminology for Physicochemical Quantities and Units, Appendix II: Definitions, Terminology and Symbols in Colloid and Surface Chemistry) on page 606