ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

cycloalkanes ციკლოალკანები
Saturated monocyclic hydrocarbons (with or without side chains), e.g. cyclobutane. Unsaturated monocyclic hydrocarbons having one endocyclic double or one triple bond are called cycloalkenes and cycloalkynes, respectively. Those having more than one such multiple bond are cycloalkadienes, cycloalkatrienes, etc. The inclusive terms for any cyclic hydrocarbons having any number of such multiple bonds are cyclic olefins or cyclic acetylenes.

ნაჯერი მონოციკლური ნახშირწყალბადები (გვერდითი ჯაჭვებით ან მათ გარეშე), მაგ. ციკლობუტანი. უჯერი მონოციკლურ ნახშირწყალბადებს, რომლებსაც აქვთ ერთი შიგაციკლური ორმაგი ან ერთი სამმაგი ბმა, შესაბამისად, ციკლოალკენებს და ციკლოალკინებს უწოდებენ. ციკლურ ნახშირწყალბადებს, რომლებსაც აქვთ ერთზე მეტი ასეთი ჯერადი ბმა, უწოდებენ ციკლოალკადიენებს, ციკლოალკატრიენებს და ა.შ. ნებისმიერ ციკლურ ნახშირწყალბადს, რომელსაც აქვს ასეთი ჯერადი ბმის ნებისმიერი რაოდენობა, ეწოდება ციკლური ოლეფინი ან ციკლური აცეტილენი.

See also: alicyclic compounds ასევე იხილეთ: ალიციკლური ნაერთები
Source | წყარო:
PAC, 1995, 67, 1307 (Glossary of class names of organic compounds and reactivity intermediates based on structure (IUPAC Recommendations 1995)) on page 1330