ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
condensation nuclei (CN) | კონდენსაციის ბირთვები |
in atmospheric chemistry | ატმოსფეროს ქიმიაში |
Particles, either liquid or solid, or ions upon which condensation of water vapour (or other substances) begins in the atmosphere. Condensation nuclei are usually very small hygroscopic aerosols (0.001 μm to 0.1 μm in diameter), but these are not as abundant as the smaller particles. The number of CN which are active (initiate condensation) in a given air mass may be a function of the relative humidity. Usually CN are counted as the active nuclei at about 300% relative humidity, while cloud condensation nuclei (CCN) are counted as the number of active nuclei at relative humidity less than or equal to 102%. | თხევადი ან მყარი ნაწილაკები ან იონები, რომლებზეც ატმოსფეროში წყლის ორთქლის (ან სხვა ნივთიერებების) კონდენსაცია იწყება. კონდენსაციის ბირთვები, როგორც წესი, ძალიან მცირე ჰიგროსკოპული აეროზოლებია (0.001 მკმ-დან 0.1 მკმ-მდე დიამეტრით), მაგრამ არაა ისე გავრცელებული, როგორც მცირე ნაწილაკები. ჰაერის მოცემულ მასაში აქტიური კონდენსაციის ბირთვების რაოდენობა (რომლებიც კონდენსაციას იწყებენ) შეიძლება დამოკიდებული იყოს ფარდობით ტენიანობაზე. ჩვეულებრივ, აქტიური კონდენსაციის ბირთვების რაოდენობას ითვლიან დაახლოებით 300% ფარდობითი ტენიანობისას, ხოლო ღრუბლის კონდენსაციის ბირთვების რაოდენობას - 102% -ზე ნაკლები ან ტოლი ფარდობითი ტენიანობის დროს. |
Source | წყარო: PAC, 1990, 62, 2167 (Glossary of atmospheric chemistry terms (Recommendations 1990)) on page 2182 |