ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
catalyst (2) | კატალიზატორი (2) |
A substance that increases the rate of a reaction without modifying the overall standard Gibbs energy change in the reaction; the process is called catalysis. The catalyst is both a reactant and product of the reaction. The words catalyst and catalysis should not be used when the added substance reduces the rate of reaction (see inhibitor ). Catalysis can be classified as homogeneous catalysis, in which only one phase is involved, and heterogeneous catalysis, in which the reaction occurs at or near an interface between phases. Catalysis brought about by one of the products of a reaction is called autocatalysis. Catalysis brought about by a group on a reactant molecule itself is called intramolecular catalysis. The term catalysis is also often used when the substance is consumed in the reaction (for example: base-catalysed hydrolysis of esters). Strictly, such a substance should be called an activator. | ნივთიერება, რომელიც ზრდის რეაქციის სიჩქარეს რეაქციის მთლიანი სტანდარტული გიბსის ენერგიის ცვლილების გარეშე. კატალიზატორის მონაწილეობით მიმდინარე პროცესს კატალიზი ეწოდება. რეაქციაში კატალიზატორი ერთდროულად წარმოადგენს როგორც რეაგენტს, ასევე რეაქციის პროდუქტს, ამიტომ ის რეაქციის მსვლელობისას არ იხარჯება. სიტყვები „კატალიზატორი“ და „კატალიზი“ არ უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც დამატებული ნივთიერება ამცირებს რეაქციის სიჩქარეს (იხ. ინჰიბიტორი). კატალიზი შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ჰომოგენური კატალიზი, რომელიც მხოლოდ ერთი ფაზაში მიმდინარეობს, და ჰეტეროგენული კატალიზი, რომელშიც რეაქცია ფაზათა გამყოფ ზედაპირზე ან მის მახლობლად წარიმართება. კატალიზს, რომელიც რეაქციის ერთ-ერთი პროდუქტით ხორციელდება, ავტოკატალიზი ეწოდება. კატალიზს, რომელიც რეაქციაში მონაწილე მოლეკულის გარკვეული ჯგუფით ხორციელდება, ინტრამოლეკულური კატალიზი ეწოდება. ტერმინი კატალიზი ასევე ხშირად გამოიყენება, როდესაც კატალიზატორი რეაქციის მსვლელობისას იხარჯება (მაგალითად: ესტერების ჰიდროლიზი, რომელიც ფუძით კატალიზდება). მკაცრი განმარტებით, ასეთ ნივთიერებას აქტივატორი უნდა ეწოდოს. |
See also: autocatalytic reaction | bifunctional catalysis | catalytic coefficient | electron-transfer catalysis | general acid catalysis | general base catalysis | intramolecular catalysis | micellar catalysis | Michaelis–Menten kinetics | phase-transfer catalysis | | ასევე იხილეთ: ავტოკატალიზური რეაქცია | ბიფუნქციური კატალიზი | კატალიზური კოეფიციენტი | კატალიზი ელექტრონის გადატანით | ზოგადი მჟავა კატალიზი | ზოგადი ფუძე კატალიზი | შიგამოლეკულური კატალიზი | მიცელური კატალიზი | მიხაელის-მენტენის კინეტიკა | ფაზათაშორისი კატალიზი | |
Source | წყარო:
|