ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

carbon fibre ნახშირბადის ბოჭკო
Fibres (filaments, tows, yarns, rovings) consisting of at least 92% (mass fraction) carbon, usually in the non-graphitic state.

Note:

Carbon fibres are fabricated by pyrolysis of organic precursor fibres or by growth from gaseous hydrocarbons. The use of the term graphite fibres instead of carbon fibres as often observed in the literature is incorrect and should be avoided. The term graphite fibres is justified only if three dimensional crystalline order is confirmed, e.g. by X-ray diffraction measurements.

ყველა სახის ბოჭკო, რომელიც შედგება მინიმუმ 92% (მასური წილი) ნახშირბადისგან, ჩვეულებრივ, არაგრაფიტულ მდგომარეობაში.

Შენიშვნა:

ნახშირბადის ბოჭკოები მზადდება ორგანული ბოჭკოების პიროლიზით ან აირადი ნახშირწყალბადების დაგრძელების შედეგად. ტერმინ „გრაფიტის ბოჭკოების“ გამოყენება „ნახშირბადის ბოჭკოების“ ნაცვლად, როგორც ხშირად შეინიშნება ლიტერატურაში, არასწორია და თავიდან უნდა ავიცილოთ. ტერმინი „გრაფიტის ბოჭკოები“ გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულია სამგანზომილებიანი კრისტალური წყობა, მაგ., რენტგენული სხივების დიფრაქციის საშუალებით.

Source | წყარო:
PAC, 1995, 67, 473 (Recommended terminology for the description of carbon as a solid (IUPAC Recommendations 1995)) on page 480