ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
carbohydrates (2) | ნახშირწყლები (2) |
Originally, compounds such as aldoses and ketoses having the stoichiometric formula Cn(H2O)n, hence ‘hydrates of carbon’. The generic term carbohydrate includes monosaccharides, oligosaccharides and polysaccharides as well as substances derived from monosaccharides by reduction of the carbonyl group (alditols), by oxidation of one or more terminal groups to carboxylic acids, or by replacement of one or more hydroxy group(s) by a hydrogen atom, an amino group, thiol group or similar groups. It also includes derivatives of these compounds. | თავდაპირველად ნაერთები, როგორიცაა ალდოზები და კეტოზები, რომლებსაც აქვს სტექიომეტრიული ფორმულა Cn(H2O)n, შესაბამისად „ნახშირბადის ჰიდრატები″. ზოგადი ტერმინი ნახშირწყლები მოიცავს მონოსაქარიდებს, ოლიგოსაქარიდებსა და პოლისაქარიდებს; აგრეთვე, მონოსაქარიდებისგან კარბონილის ჯგუფის აღდგენით მიღებულ ნივთიერებებს (ალდიტოლებს); ერთი ან მეტი ტერმინალური ჯგუფის კარბოქსილის ჯგუფამდე დაჟანგვით, ან ერთი ან მეტი ჰიდროქსილის ჯგუფის წყალბადის ატომით, ამინო-, თიოლ- ან სხვა მსგავსი ჯგუფის ჩანაცვლებით მიღებულ ნაერთებს. ტერმინი ასევე მოიცავს ამ ნაერთების წარმოებულებს. |
Source | წყარო: PAC, 1995, 67, 1307 (Glossary of class names of organic compounds and reactivity intermediates based on structure (IUPAC Recommendations 1995)) on page 1325 |