ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
bond length | ბმის სიგრძე |
The distance between atomic centers involved in a chemical bond. The notion of bond length is defined differently in various experimental methods of determination of molecular geometry; this leads to small (usually 0.01 – 0.02 Å) differences in bond lengths obtained by different techniques. For example, in gas-phase electron-diffraction experiments, the bond length is the interatomic distance averaged over all occupied vibrational states at a given temperature. In an X-ray crystal structural method, the bond length is associated with the distance between the centroids of electron densities around the nuclei. In gas-phase microwave spectroscopy, the bond length is an effective interatomic distance derived from measurements on a number of isotopic molecules, etc. A number of empirical relationships between bond lengths and bond orders in polyatomic molecules were suggested, see, for example, fractional bond number (the Pauling's bond order). | მანძილი ქიმიურ ბმაში ჩართულ ატომურ ცენტრებს შორის. ბმის სიგრძის ცნება განსხვავებულად განისაზღვრება მოლეკულური გეომეტრიის დადგენის სხვადასხვა ექსპერიმენტულ მეთოდში, რაც იწვევს სხვადასხვა მეთოდით მიღებულ ბმის სიგრძის მნიშვნელობებს შორის მცირე (ჩვეულებრივ 0.01 – 0.02 Å) სხვაობებს. მაგალითად, აირადფაზური ელექტრონის დიფრაქციის ექსპერიმენტებში, ბმის სიგრძე არის ატომთაშორისი მანძილი, რომელიც საშუალოდ აღებულია ყველა დაკავებული ვიბრაციული მდგომარეობიდან მოცემულ ტემპერატურაზე. რენტგენის კრისტალური სტრუქტურული მეთოდის მიხედვით,, ბმის სიგრძე დაკავშირებულია ბირთვების ირგვლივ ელექტრონების სიმკვრივის ცენტროიდებს შორის მანძილთან. აირადი ფაზის მიკროტალღური სპექტროსკოპიის დროს ბმის სიგრძე არის ეფექტური ატომთაშორისი მანძილი, რომელიც მიღებულია რამდენიმე იზოტოპური მოლეკულის გაზომვებიდან და ა.შ. შემოთავაზებული იყო რამდენიმე ემპირიული კავშირი პოლიატომურ მოლეკულებში ბმის სიგრძესა და ბმის რიგებს შორის, იხილეთ, მაგალითად, ფრაქციული ბმის რიცხვი (პოლინგის ბმის რიგი). |
Source | წყარო: PAC, 1999, 71, 1919 (Glossary of terms used in theoretical organic chemistry) on page 1927 |