ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

angle strain კუთხის დაძაბულობა
Synonym: Baeyer strain

Strain due to a departure in bond angle from "normal" values. The term is often used in the context of non-aromatic cyclic compounds in which the internal angles differ from the regular tetrahedral angle of 109°28'; in this sense angle strain is also known as Baeyer strain.

სინონიმი: ბაიერის დაძაბულობა

დაძაბულობა ბმის კუთხის "ნორმალური" მნიშვნელობებიდან გადახრის გამო. ტერმინი ხშირად გამოიყენება არაარომატიული ციკლური ნაერთებისათვის, რომლებშიც შიდა კუთხეები განსხვავდება წესიერი ტეტრაედრის კუთხისგან 109°28'; ამ თვალსაზრისით კუთხის დაძაბულობა ასევე ცნობილია, როგორც ბაიერის დაძაბულობა.

Source | წყარო:

PAC, 1996, 68, 2193 (Basic terminology of stereochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2198