ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

ambo ამბო
A prefix used to indicate that a molecule with two (or more) chiral elements is present as a mixture of the two racemic diastereoisomers in unspecified proportions. For example, the dipeptide formed from L-alanine and DL-leucine is L-alanyl-ambo-leucine. პრეფიქსი, რომელიც გამოიყენება იმის აღსანიშნავად, რომ ორი (ან მეტი) ქირალური ელემენტის შემცველი მოლეკულის მქონე ნივთიერება წარმოდგენილია ორი რაცემული დიასტერეოიზომერის ნარევის სახით, დაუზუსტებელი პროპორციებით. მაგალითად, L-ალანინისა და DL-ლეიცინისგან წარმოქმნილი დიპეპტიდი არის L-ალანილ-ამბო-ლეიცინი.
Source | წყარო:

1.PAC, 1996, 68, 2193 (Basic terminology of stereochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2198

2.PAC, 1984, 56, 595 (Nomenclature and symbolism for amino acids and peptides (Recommendations 1983)) on page 595

3.PAC, 1982, 54, 1507 (Nomenclature of tocopherols and related compounds) on page 1507