ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
ambident | ამბიდენტური |
A description applied to a chemical species whose molecular entities each possess two alternative and strongly interacting distinguishable reactive centres, to either of which a bond may be made in a reaction: the centres must be connected in such a way that reaction at either site stops or greatly retards subsequent attack at the second site. The term is most commonly applied to conjugated nucleophiles, for example the enolate ion:
(which may react with electrophiles either at the β-carbon atom or at oxygen) or γ-pyridones, and also to the vicinally ambident cyanide ion, cyanate ion, thiocyanate ion, sulfinate ion, nitrite ion and unsymmetrical hydrazines. Ambident electrophiles are exemplified by carboxylic esters RC(=O)OCR3 which react with nucleophiles either at the carbonyl carbon or the alkoxy carbon. Molecular entities, such as dianions of dicarboxylic acids, containing two non-interacting (or feebly interacting) reactive centres, are not generally considered to be ambident and are better described as "bifunctional". The Latin root of the word implies two reactive centres, but the term has in the past also incorrectly been applied to chemical species with more than two reactive centres. For such species the existing term "polydent" (or, better, "multident") is more appropriate. |
ქიმიური ნაწილაკები, რომელთა მოლეკულურ ერთეულებს გააჩნია ორი ალტერნატიული და ძლიერმოქმედი განსხვავებული რეაქციისუნარიანი ცენტრი. რეაქციის მიმდინარეობისას თითოეულ მათგანთან უნდა შეიძლებოდეს დაკავშირება. ამასთან, ცენტრები ერთმანეთთან ისე უნდა იყოს დაკავშირებული, რომ ნებისმიერ ადგილზე წარმართულმა რეაქციამ უნდა შეაჩეროს ან ძლიერ შეანელოს შეტევა მეორე ცენტრზე. ტერმინი ყველაზე ხშირად გამოიყენება შეუღლებულ ნუკლეოფილებზე, მაგალითად, ენოლატ-იონზე:
(რომლებიც შეიძლება რეაგირებდნენ ელექტროფილებთან, β-ნახშირბადატომთან ან ჟანგბადთან) ან γ-პირიდონებთან და ასევე ახლომდებარე ციანიდის იონთან, ციანატ იონთან, თიოციანატის იონთან, სულფინატ იონთან, ნიტრიტ-იონთან და არასიმეტრიულ ჰიდრაზინებთან. ამბიდენტური ელექტროფილების მაგალითია კარბოქსილესტერები RC(=O)OCR3, რომლებიც რეაგირებს ნუკლეოფილებთან, კარბონილის ნახშირბადთან ან ალკოქსი ჯგუფის ნახშირბადთან. ნაწილაკები, როგორიცაა დიკარბოქსიმჟავების დიანიონები, რომელთა რეაქციული ცეტრებიც ერთმანეთთან არ ურთიერთქმედებს (ან სუსტად ურთიერთქმედებს), ზოგადად არ განიხილება ამბიდენტურად და "ბიფუნქციურად" იწოდება. სიტყვის ლათინური ფესვი გულისხმობს ორ რეაქტიულ ცენტრს, მაგრამ წარსულში ეს ტერმინი ასევე არასწორად გამოიყენებოდა ორზე მეტი რეაქტიული ცენტრის მქონე ქიმიურ ნაწილაკებზე. მათთვის უფრო შესაფერისია არსებული ტერმინი „პოლიდენტური“ (ან, უკეთესი, „მულტიდენტური“). |
See also: chelation | ასევე იხილეთ: ხელატირება |
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1082 |