ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

chelation ხელატირება
The formation or presence of bonds (or other attractive interactions) between two or more separate binding sites within the same ligand and a single central atom. A molecular entity in which there is chelation (and the corresponding chemical species ) is called a ‘chelate’. The terms bidentate (or didentate), tridentate, tetradentate, ... multidentate are used to indicate the number of potential binding sites of the ligand, at least two of which must be used by the ligand in forming a ‘chelate’. For example, the bidentate ethylenediamine forms a chelate with CuI in which both nitrogen atoms of ethylenediamine are bonded to copper. (The use of the term is often restricted to metallic central atoms.) The phrase ‘separate binding sites’ is intended to exclude cases such as [PtCl3(CH2=CH2)], ferrocene and (benzene)tricarbonylchromium in which ethene, the cyclopentadienyl group and benzene, respectively, are considered to present single binding sites to the respective metal atom, and which are not normally thought of as chelates. ბმების (ან სხვა მიზიდულობის ურთიერთქმედების) წარმოქმნა ან არსებობა ორ ან მეტ ცალკეულ შემაკავშირებელ უბანს შორის ერთი და იმავე ლიგანდისა და ერთი ცენტრალური ატომის ფარგლებში. მოლეკულურ ერთეულს, რომელშიც არის ხელატირება (და შესაბამისი ქიმიური ნაწილაკები) ეწოდება ″ხელატი″. ტერმინები ბიდენტატი (ან დიდენტატი), ტრიდენტატი, ტეტრადენტატი, ... მულტიდენტატი გამოიყენება ლიგანდის პოტენციური შეკავშირების ადგილების რაოდენობის აღსანიშნავად, რომელთაგან სულ მცირე, ორი ადგილი ლიგანდმა ″ხელატის″ ფორმირებისას უნდა გამოიყენოს. მაგალითად, ბიდენტატი ეთილენდიამინი აყალიბებს ხელატს CuI-თან, რომელშიც ეთილენდიამინის ორივე აზოტის ატომი სპილენძს უკავშირდება. (ტერმინის გამოყენება ხშირად მეტალის ცენტრალური ატომებით შემოიფარგლება.) ფრაზა „ცალკეული შემაკავშირებელი უბნები″ გამიზნულია ისეთი შემთხვევების გამორიცხვის მიზნით, როგორიცაა [PtCl3(CH2=CH2)]-, ფეროცენი და (ბენზოლ)ტრიკარბონილქრომი, რომელშიც ეთენი, ციკლოპენტადიენილის ჯგუფი და ბენზოლი მეტალის შესაბამის ატომთან დაკავშირების ცალკეულ უბნებს წარმოადგენს და ისინი, როგორც წესი, ხელატებად არ განიხილება.
See also: cryptand | ასევე იხილეთ: კრიპტანდი |
Source | წყარო:

PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1094

Red Book, p. 147