ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

absorption შთანთქმა
1. The process of one material (absorbate) being retained by another (absorbent); this may be the physical solution of a gas, liquid, or solid in a liquid, attachment of molecules of a gas, vapour, liquid, or dissolved substance to a solid surface by physical forces, etc. In spectrophotometry, absorption of light at characteristic wavelengths or bands of wavelengths is used to identify the chemical nature of molecules, atoms or ions and to measure the concentrations of these species. 1. პროცესი, რომლის დროსაც ერთი ნივთიერების (აბსორბენტის) მიერ ხდება მეორე ნივთიერების (აბსორბატის) შეკავება. ეს შეიძლება იყოს აირის, სითხის ან მყარი ნივთიერების ფიზიკურად გახსნა სითხეში; ასევე აირის, ორთქლის, თხევადი ან გახსნილი ნივთიერების მოლეკულების მიმაგრება მყარ ზედაპირზე ფიზიკური ძალების მოქმედებით და ა. შ. სპექტროფოტომეტრიაში - გარკვეული ტალღის სიგრძის ან ზოლის სინათლის შთანთქმა, რაც სპეციფიკურია ცალკეული მოლეკულების, ატომების ან იონებისათვის და გამოიყენება ამ ნაწილაკთა ქიმიური ბუნების დასადგენად და მათი კონცენტრაციის გასაზომად. 2. მოვლენა, რომლის დროსაც გამოსხივების ენერგია გადაეცემა ნივთიერებას, რომელსაც ნაწილობრივ ან მთლიანად გაივლის გამოსხივება.
Source | წყარო:

1.PAC, 1990, 62, 2167 (Glossary of atmospheric chemistry terms (Recommendations 1990)) on page 2169

2.PAC, 1982, 54, 1533 (Glossary of terms used in nuclear analytical chemistry (Provisional)) on page 1534

3.PAC, 1996, 68, 2223 (Glossary of terms used in photochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2226