ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

Western blot ცილის ბლოტირება
Analytical Chemistry ანალიზური ქიმია

Immunoanalytical technique for identification of polypeptides separated using gel electrophoresis. The polypeptide is transferred by blotting to a membrane where it undergoes specific interaction with primary antibody that is specific to the protein of interest. The peptides are detected as complexes by a label and/or enzymatic reaction, which may be conjugated directly to the primary antibody or via a separate (secondary) antibody.

იმუნოანალიზური მეთოდი გელის ელექტროფორეზის გამოყენებით დაყოფილი პოლიპეპტიდების იდენტიფიცირებისათვის. პოლიპეპტიდი ბლოტირებით გადადის მემბრანაზე, სადაც სპეციფიკურად ურთიერთქმედებს პირველად ანტისხეულთან, რომელიც სპეციფიკურია სამიზნე ცილის მიმართ. პეპტიდები დეტექტირდება ნიშნდებული კომპლექსების სახით და/ან ფერმენტული რეაქციით, რომელიც შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული პირველად ანტისხეულთან ან ცალკეული (მეორეული) ანტისხეულის მეშვეობით.

Source | წყარო:
B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019.