მიხაელის-მენტენის მექანიზმი არის უმარტივესი მექანიზმი, რომელიც ხსნის მიხაელის-მენტენის კინეტიკას. ამ მექანიზმის მიხედვით, A სუბსტრატი პირველად უკავშირდება E ფერმენტის მოლეკულას და ამ პროცესს მოჰყვება საფეხური, რომლის დროსაც ფერმენტ-სუბსტრატის EA კომპლექსი იშლება (ზოგჯერ ეს გამხსნელის მონაწილეობით მიმდინარეობს), რის შედეგადაც გამოთავისუფლდება E ფერმენტი და წარმოიქმნება რეაქციის პროდუქტები:
თუ, როგორც ეს ხშირად ხდება, A სუბსტრატი რაოდენობრივად ფერმენტზე ბევრად ჭარბია, შეიძლება სტაციონარული პირობების გამოყენება და სიჩქარის განტოლება იქნება:
სადაც [E]0 არის ფერმენტის საერთო კონცენტრაცია. ამ განტოლებას აქვს მიხაელის-მენტენის განტოლების სახე.