ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

Flory–Huggins theory ფლორი-ჰაგინსის თეორია
A thermodynamic theory of polymer solutions, first formulated independently by Flory and by Huggins, in which the thermodynamic quantities of the solution are derived from a simple concept of combinatorial entropy of mixing and a reduced Gibbs energy parameter, the "χ parameter". პოლიმერული ხსნარების თერმოდინამიკური თეორია, რომელიც პირველად ჩამოაყალიბეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფლორმა და ჰაგინსმა. ამ თეორიის თანახმად, ხსნარის თერმოდინამიკური რაოდენობები გამომდინარეობს შერევის კომბინატორული ენტროპიის მარტივი კონცეფციიდან და შემცირებული გიბსის ენერგიის პარამეტრიდან, "χ პარამეტრი".
Source | წყარო:

Purple Book, p. 59