ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

Donnan equilibrium დონანის წონასწორობა
The equilibrium characterized by an unequal distribution of diffusible ions between two ionic solutions (one or both of the solutions may be gelled) separated by a membrane which is impermeable to at least one of the ionic species present, e.g. because they are too large to pass through the pores of the membrane. The membrane may be replaced by other kinds of restraint, such as gelation, the field of gravity, etc., which prevent some ionic components from moving from one phase to the other, but allow other components to do so. წონასწორობა, რომელიც ხასიათდება დიფუზიური იონების არათანაბარი განაწილებით მემბრანით განცალკევებულ ორ იონურ ხსნარს შორის (ერთი ან ორივე ხსნარი შეიძლება იყოს გელის სახით). ასეთი მემბრანა განუვლადია მინიმუმ ერთი სახის იონური ნაწილაკებისთვის, მაგალითად, თუ ისინი ძალიან დიდი ზომისაა მემბრანის ფორებთან შედარებით. მემბრანა შეიძლება შეიცვალოს სხვა სახის შეზღუდვით, როგორიცაა გელწარმოქმნა, გრავიტაციული ველი და ა.შ., რაც ხელს უშლის ერთი ფაზიდან მეორეში ზოგიერთი იონური კომპონენტის გადაადგილებას, მაგრამ არ ზღუდავს სხვა კომპონენტებს.
Source | წყარო:

PAC, 1972, 31, 577 (Manual of Symbols and Terminology for Physicochemical Quantities and Units, Appendix II: Definitions, Terminology and Symbols in Colloid and Surface Chemistry) on page 619