ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

Delocalization (1) დელოკალიზაცია (1)
A quantum mechanical concept most usually applied in organic chemistry to describe the π-bonding in a conjugated system. This bonding is not localized between two atoms: instead, each link has a "fractional double bond character" or bond order. There is a corresponding "delocalization energy", identifiable with the stabilization of the system compared with a hypothetical alternative in which formal (localized) single and double bonds are present. Some degree of delocalization is always present and can be estimated by quantum mechanical calculations. The effects are particularly evident in aromatic systems and in symmetrical molecular entities in which a lone pair of electrons or a vacant p-orbital is conjugated with a double bond (e.g. carboxylate ions, nitro compounds, enamines, the allyl cation). Delocalization in such species may be represented by partial bonds or as resonance (here symbolized by a two-headed arrow) between contributing structures.

These examples also illustrate the concomitant delocalization of charge in ionic conjugated systems. Analogously, delocalization of the spin of an unpaired electron occurs in conjugated radicals.

კვანტურ-მექანიკური კონცეფცია, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ორგანულ ქიმიაში, შეუღლებულ სისტემაში π-ბმის აღსაწერად. მოცემული ბმა არ არის ლოკალიზებული ორ ატომს შორის. ამიტომ, თითოეული ბმა გამოისახება „ნაწილობრივ ორმაგი ბმის სიმბოლოთი“ ან ნაწილობრივი ბმის რიგით. არსებობს შესაბამისი „დელოკალიზაციის ენერგია“, რომლის მიხედვითაც დელოკალიზებული სისტემა უფრო სტაბილურია, ვიდრე ჰიპოთეტური ალტერნატიული სისტემა, რომელშიც ფორმალური (ლოკალიზებული) ერთმაგი და ორმაგი ბმებია. დელოკალიზაციის გარკვეული ხარისხი ყოველთვის არსებობს და შეიძლება შეფასდეს კვანტურ-მექანიკური გამოთვლებით. ეფექტი განსაკუთრებით ვლინდება არომატულ სისტემებში და სიმეტრიულ მოლეკულურ ობიექტებში, რომლებშიც ელექტრონების არასაზიარო წყვილი ან ცარიელი p-ორბიტალი შეუღლებულია ორმაგ ბმასთან (მაგალითად, კარბოქსილატ-იონები, ნიტრონაერთები, ენამინები, ალილური კატიონი). ასეთ ნაწილაკებში დელოკალიზაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს ნაწილობრივი ბმების ან რეზონანსული (ქვემოთ გამოსახულია ორმხრივ მიმართული ისრით) სახით ურთიერთგარდამავალ სტრუქტურებს შორის.

ეს მაგალითები ასევე ასახავს მუხტის დელოკალიზაციას იონურ შეუღლებულ სისტემებში. ანალოგიურად ხდება კონიუგირებულ რადიკალებში გაუწყვილებელი ელექტრონის სპინის დელოკალიზაცია.

See also: mesomerism ასევე იხილეთ: მეზომერია
Source | წყარო:

PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1104