ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება

| chain polymerization | ჯაჭვური პოლიმერიზაცია |
| polymer chemistry | პოლიმერების ქიმია |
Chain reaction in which the growth of a polymer chain proceeds exclusively by the reaction or reactions between a monomer or monomers and a reactive site or reactive sites on the polymer chain with regeneration of the reactive site or reactive sites at the end of each growth step. Note 1: A chain polymerization consists of initiation and propagation reactions, and may also include termination and chain-transfer reactions. Note 2: The adjective chain in chain polymerization denotes a chain reaction rather than a polymer chain. Note 3: Propagation in chain polymerization usually occurs without the formation of small molecules. However, cases exist where a low molar-mass by-product is formed, as in the polymerization of oxazolidine-2,5-diones derived from amino acids (commonly termed amino acid N-carboxy anhydrides). When a low-molar-mass by-product is formed, the adjective condensative is recommended to give the term condensative chain polymerization. |
ჯაჭვური რეაქცია, რომლის დროსაც პოლიმერული ჯაჭვი იზრდება მონომერებს შორის ან მონომერებსა და პოლიმერული ჯაჭვის რეაქციისუნარიან ცენტრს შორის ან ჯაჭვის ზრდის ყოველ ეტაპზე გენერირებული პოლიმერული ჯაჭვის რეაქციისუნარიან ცენტრებს შორის ურთიერთქმედებით. შენიშვნა 1: ჯაჭვური პოლიმერიზაცია მოიცავს ჯაჭვის ინიცირების და ჯაჭვის ზრდის რეაქციებს, ასევე შესაძლოა მოიცავდეს ჯაჭვის შეწყვეტისა და ჯაჭვის გადაცემის რეაქციებს. შენიშვნა 2: ჯაჭვურ პოლიმერიზაციაში ზედსართავი სახელი „ჯაჭვური“ აღნიშნავს ჯაჭვურ რეაქციას და არა პოლიმერულ ჯაჭვს. შენიშვნა 3: ჯაჭვური პოლიმერიზაციის დროს ჩონჩხი გრძელდება როგორც წესი, მცირე მოლეკულების წარმოქმნის გარეშე. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც წარმოიქმნება დაბალმოლეკულური მასის მქონე პროდუქტი, მაგალითად, ამინომჟავებიდან (რომლებსაც ჩვეულებრივ ამინომჟავა N-კარბოქსიანჰიდრიდები ეწოდება) მიღებული ოქსაზოლიდინ-2,5-დიონების პოლიმერიზაციისას. როდესაც წარმოიქმნება დაბალმოლეკულური მასის მქონე პროდუქტი, ტერმინის „კონდენსაციური ჯაჭვური პოლიმერიზაციის“ აღსანიშნავად რეკომენდებულია ზედსართავი სახელის - „კონდენსაციური“- გამოყენება. |
| Source | წყარო: PAC, 1996, 68, 2287 (Glossary of basic terms in polymer science (IUPAC Recommendations 1996)) on page 2306 R. G. Jones and Union, Compendium of polymer terminology and nomenclature : IUPAC recommendations 2008. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2009. |
|





