ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება

| chain | ჯაჭვი |
| polymer chemistry | პოლიმერების ქიმია |
Whole or part of a macromolecule, an oligomer molecule, or a block, comprising a linear or branched sequence of constitutional units between two boundary constitutional units, each of which may be either an end-group, a branch point, or an otherwise-designated characteristic feature of the macromolecule. Notes 1: Except in linear single-strand macromolecules, the definition of a chain may be somewhat arbitrary. Note 2: A cyclic macromolecule has no end-groups but may nevertheless be regarded as a chain. Note 3: Any number of branch points may be present between the boundary units. Note 4: Where appropriate, definitions relating to macromolecule may also be applied to chain. |
მაკრომოლეკულის, ოლიგომერის მოლეკულის ან ბლოკის მთელი მოლეკულა ან მისი ნაწილი, რომელიც შედგება სტრუქტურული ერთეულების წრფივი ან განშტოებული თანმიმდევრობისაგან ორ სასაზღვრო სტრუქტურულ ერთეულს შორის, რომელთაგან თითოეული შეიძლება იყოს განაპირა ჯგუფი, განშტოების წერტილი ან მაკრომოლეკულის სხვაგვარად განსაზღვრული მახასიათებელი. შენიშვნა 1: გარდა ხაზოვანი ერთრიგა მაკრომოლეკულებისა, ჯაჭვის განმარტება შესაძლოა გარკვეულწილად თვითნებურიც იყოს. შენიშვნა 2: ციკლურ მაკრომოლეკულას არ აქვს განაპირა ჯგუფები, მაგრამ მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯაჭვად. შენიშვნა 3: მოსაზღვრე ერთეულებს შორის შეიძლება იყოს ნებისმიერი რაოდენობის განშტოება. შენიშვნა 4: საჭიროების შემთხვევაში, „მაკრომოლეკულასთან″ დაკავშირებული განმარტებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს „ჯაჭვზეც″. |
Source | წყარო:
|
|





