ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
light-emitting diode (LED) | შუქდიოდი |
Semiconductor (often a combination of gallium, arsenic and phosphorous or gallium and nitrogen) containing an n region (where electrons are more numerous than positive charges) separated from a p region (where positive charges are more numerous than negative charges). Upon application of a voltage, charges move and emission of ultraviolet, visible or infrared radiation is produced each time a charge recombination takes place. Although a LED emits incoherent monochromatic light, normally a very narrow frequency range is obtained. | ნახევრადგამტარი (ხშირად გალიუმის, დარიშხანისა და ფოსფორის ან გალიუმისა და აზოტის კომბინაცია), რომელიც შეიცავს p უბნიდან (სადაც დადებითი მუხტები უფრო მეტია, ვიდრე უარყოფითი) დაცილებულ n უბანს (სადაც ელექტრონები უფრო მეტია, ვიდრე დადებითი მუხტები). ძაბვის მოდებისას მუხტები მოძრაობს და ყოველ ჯერზე მუხტის რეკომბინაციისას ხდება ულტრაიისფერი, ხილული ან ინფრაწითელი გამოსხივება. მიუხედავად იმისა, რომ შუქდიოდი არაკოჰერენტულ მონოქრომატულ სინათლეს ასხივებს, როგორც წესი, ძალიან ვიწრო სიხშირის დიაპაზონი მიიღება. |
Source | წყარო: PAC, 2007, 79, 293 (Glossary of terms used in photochemistry, 3rd edition (IUPAC Recommendations 2006)) on page 364 |