ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება

| Stereosequences | სტერეოთანმიმდევრობები |
| polymer chemistry | პოლიმერების ქიმია |
Stereosequences terminating in tetrahedral stereoisomeric centres at both ends, and which comprise two, three, four, five, etc., consecutive centres of that type, may be called diads, triads, tetrads, pentads, etc., respectively. Typical diads are:
When it is necessary to specify the internal stereochemistry of the group, a prefix is required. In vinyl polymers there are meso (m) and racemic (r) diads and mm, mr, rr triads. The latter may be called isotactic, heterotactic and syndiotactic triads, respectively. Stereoregular vinyl polymers can be defined in terms of the regular sequences of diads; thus an isotactic vinyl polymer consists entirely of m diads, i.e., it corresponds to the following succession of relative configuration -mmmmmm-, whereas a syndiotactic vinyl polymer consists entirely of r diads, corresponding to the sequence –rrrrrrr-. Similarly, a vinyl polymer consisting entirely of mr (= rm) triads is called a heterotactic polymer. |
სტერეოთანმიმდევრობებს, რომლებიც ორივე ბოლოზე მთავრდებიან ტეტრაედრული სტერეოიზომერული ცენტრებით და მოიცავენ ორ, სამ, ოთხ, ხუთ და ა.შ., ამ ტიპის თანმიმდევრულ ცენტრებს, შეიძლება ეწოდოთ, შესაბამისად, დიადები, ტრიადები, ტეტრადები, პენტადები და ა.შ. ტიპური დიადები არიან:
როდესაც აუცილებელია ჯგუფის შიდა სტერეოქიმიის დაზუსტება, საჭიროა პრეფიქსი. ვინილის პოლიმერებში არის მეზო (m) და რაცემატული (r) დიადები და mm, mr, rr ტრიადები. ამ უკანასკნელს შეიძლება ეწოდოს, შესაბამისად, იზოტაქტიკური, ჰეტეროტაქტიკური და სინდიოტაქტიკური ტრიადები. სტერეორეგულარული ვინილის პოლიმერები შეიძლება განისაზღვროს დიადების რეგულარული თანმიმდევრობის მიხედვით; ამგვარად, იზოტაქტიკური ვინილის პოლიმერი მთლიანად შედგება m დიადებისგან, ანუ ის შეესაბამება ფარდობითი კონფიგურაციის შემდეგ თანმიმდევრობას -mmmmmm-, ხოლო სინდიოტაქტიკური ვინილის პოლიმერი მთლიანად შედგება r დიადებისგან, რომელიც შეესაბამება -rrrrrrr- თანმიმდევრობას. ანალოგიურად, ვინილის პოლიმერს, რომელიც მთლიანად შედგება mr (= rm) ტრიადებისგან, ეწოდება ჰეტეროტაქტიკური პოლიმერი. |
| Source | წყარო: R. G. Jones and Union, Compendium of polymer terminology and nomenclature : IUPAC recommendations 2008. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2009. |
|






