Aspect common to mutually comparable quantities. Note 1: The division of ‘quantity’ according to ‘kind of quantity’ is to some extent arbitrary. Example 1: The quantities diameter, circumference, and wavelength are generally considered to be quantities of the same kind, namely of the kind of quantity termed length. Example 2: The quantities heat, kinetic energy, and potential energy are generally considered to be quantities of the same kind, namely of the kind of quantity termed energy. Note 2: Quantities of the same kind within a given system of quantities have the same quantity dimension. However, quantities of the same dimension are not necessarily of the same kind. Example: The quantities moment of force and energy are, by convention, not regarded as being of the same kind, although they have the same dimension. Similarly for heat capacity and entropy, as well as for number of entities, relative permeability, and mass fraction. |
მახასიათებელი, რომელიც საერთოა ურთიერთშედარებადი სიდიდეებისთვის. შენიშვნა 1: „სიდიდეების“ დაყოფა „სიდიდის ტიპის“ მიხედვით გარკვეულწილად პირობითია. მაგალითი 1: სიდიდეები დიამეტრი, წრის სიგრძე და ტალღის სიგრძე ჩვეულებრივ ერთი და იმავე ტიპის სიდიდედ, კერძოდ, სიგრძის სახელით ცნობილ სიდიდედ ითვლება.
მაგალითი 2: სიდიდეები - სითბო, კინეტიკური ენერგია და პოტენციური ენერგია ,როგორც წესი, ერთი და იმავე ტიპის სიდიდეებად ითვლება და ცნობილია ენერგიის სახელით. შენიშვნა 2: მოცემულ სიდიდეთა სისტემაში ერთი და იმავე ტიპის სიდიდეებს აქვს ერთნაირი სიდიდის განზომილება, თუმცა ერთი და იმავე განზომილების სიდიდეები აუცილებლად ერთი და იმავე ტიპის სიდიდეებს არ მიეკუთვნება. მაგალითი: სიდიდეები - ძალის მომენტი და ენერგია, შეთანხმების მიხედვით, ერთი და იმავე ტიპის სიდიდეებად არ ითვლება, თუმცა მათ ერთნაირი განზომილება აქვს. იგივე ეხება სითბოტევადობასა და ენტროპიას. ასევეა ნაწილაკების რაოდენობის, ფარდობითი განვლადობისა და მასური წილის შემთხვევაშიც. |