ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

nominal property ნომინალური თვისება

Analytical chemistry

ანალიზური ქიმია

Property of a phenomenon, body, or substance, where the property has no magnitude.

Example 1: Colour of a paint sample.

Example 2: Colour of a spot test in chemistry.

Example 3: Sequence of amino acids in a polypeptide

Note 1: A nominal property has a value, which can be expressed in words, by alphanumerical codes, or by other means.

Note 2: “Nominal property value” is not to be confused with nominal quantity value.

Note 3: A nominal property has no unit.

მოვლენის, სხეულის ან ნივთიერების თვისება, რომელსაც რაოდენობრივი
მნიშვნელობა არა აქვს.

მაგალითი 1: საღებავის ნიმუშის ფერი.
მაგალითი 2: ქიმიაში წვეთოვანი ტესტით მიღებული ფერი.
მაგალითი 3: პოლიპეპტიდში ამინომჟავური თანმიმდევრობა.
შენიშვნა 1: ნომინალურ თვისებას აქვს მნიშვნელობა, რომელიც შეიძლება
გამოიხატოს სიტყვებით, ასო-ციფრული კოდებით ან სხვა საშუალებებით.
შენიშვნა 2: „ნომინალური თვისების მნიშვნელობა“ არ უნდა აგვერიოს ნომინალურ
რაოდენობრივ მნიშვნელობასთან.
შენიშვნა 3: ნომინალურ თვისებას არ გააჩნია ერთეული.

Source | წყარო:

D. B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019.