ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

nitrenes ნიტრენები
Synonym: aminylenes სინონიმი: ამინილენები
  1. The neutral compound HN: having univalent nitrogen, and its derivatives RN. Aminylenes is a recognized but less widely used synonym. Other names that have been used include aminediyls, imidogens, azenes. They may exist in either a singlet or a triplet electronic state (four spin-paired electrons, or two spin-paired and two with parallel spins, respectively), e.g. CH3N: methylnitrene.
  2. Until the 1960s, nitrenes had a totally different meaning: analogues of nitrones in which the double-bonded oxygen is replaced by double-bonded carbon, thus azomethine ylides.
  1. ნეიტრალური ნაერთი HN, რომელშიც ერთვალენტიანი აზოტია და მისი წარმოებულები (RN). ამინილენები - მიღებული სინონიმია, მაგრამ ნაკლებად გამოიყენება. სხვა სახელწოდებებია: ამინდიილები, იმიდოგენები, აზენები. ისინი შეიძლება არსებობდეს როგორც სინგლეტურ, ასევე ტრიპლეტურ ელექტრონულ მდგომარეობაში (ოთხი სპინ- დაწყვილებული ელექტრონი, ან ორი სპინ-დაწყვილებული და ორიც - პარალელური სპინებით), მაგალითად, CH3N - მეთილნიტრენი.
  2. 1960-იან წლებამდე, ნიტრენებს სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდათ: ისინი განიხილებოდა, როგორც ნიტრონების ანალოგები, რომლებშიც ორმაგბმიანი ჟანგბადი ჩანაცვლებულია ორმაგბმიანი ნახშირბადით, ანუ აზომეთინის ილიდები.
See also: carbenes ასევე იხილეთ: კარბენები
Source | წყარო:
  1. PAC, 1995, 67, 1307 (Glossary of class names of organic compounds and reactivity intermediates based on structure (IUPAC Recommendations 1995)) on page 1350
  2. PAC, 1993, 65, 1357 (Revised nomenclature for radicals, ions, radical ions and related species (IUPAC Recommendations 1993)) on page 1357
  3. PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1145