ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

metabolomics მეტაბოლომიკა
Analytical Chemistry ანალიზური ქიმია

Complex and comprehensive study of metabolome; identification and quantification of the small molecule metabolic products of a biological system (cell, tissue, organ, biological fluid, or organism) at a specific point in time.

Note: An essential part of systems biology in addition to genomics, transcriptomics, proteomics, interactomics and fluxomics.

მეტაბოლომის კომპლექსური და ყოვლისმომცველი შესწავლა; ბიოლოგიური სისტემის (უჯრედი, ქსოვილი, ორგანო, ბიოლოგიური სითხე ან ორგანიზმი) მეტაბოლური პროდუქტების (მცირე მოლეკულების სახით) იდენტიფიცირება და რაოდენობრივი განსაზღვრა დროის კონკრეტულ მომენტში.

შენიშვნა: გენომიკასთან, ტრანსკრიპტომიკასთან, პროტეომიკასთან, ინტერაქტომიკასა და ფლუქსომიკასთან ერთად სისტემური ბიოლოგიის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

Source | წყარო:
B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019.