- In an inorganic coordination entity, the atoms or groups joined to the central atom.
- In biochemistry: if it is possible or convenient to regard part of a polyatomic molecular entity as central, then the atoms, groups or molecules bound to that part are called ligands. Biochemical usage is thus wider, in that the central entity can be polyatomic. Thus H+ may be a ligand for proteins and for citrate as well as for O2− . It may even be a ligand for a univalent entity such as acetate: in other circumstances, AcO− may be the ligand for H+, since the definition makes it clear that the view of which entity is central may change for convenience. Thus, four calcium ions are ligands for calmodulin, when the protein is regarded as central; four carboxylate groups of calmodulin ligate (are ligands of) each calcium ion when this ion is regarded as central. When the hormone binding to a receptor is called a ligand, the receptor is thus regarded as the central entity. Biochemists should bear in mind that the usage in inorganic chemistry has been that ligands bind only single atoms, so they should be cautious in fields such as bioinorganic chemistry where confusion may be possible.
|
- არაორგანულ საკოორდინაციო ერთეულში ატომები ან ჯგუფები, რომლებიც მიერთებულია ცენტრალურ ატომთან.
- ბიოქიმიაში: თუ შესაძლებელი ან მოსახერხებელია მრავალატომიანი მოლეკულური ერთეულის გარკვეული ნაწილის ცენტრალურად მიჩნევა, მაშინ ამ ნაწილთან დაკავშირებულ ატომებს, ჯგუფებს ან მოლეკულებს ლიგანდები ეწოდება. ამრიგად, ტერმინის ბიოქიმიური გამოყენება უფრო ფართოა, რადგან ცენტრალური ერთეული შეიძლება იყოს პოლიატომური. მაგალითად, H+ შეიძლება იყოს ლიგანდი ცილებისა და ციტრატებისთვის, ასევე O2−-ისთვის. ის შეიძლება იყოს ლიგანდიც კი, ერთვალენტიანი ერთეულისთვის, როგორიცაა აცეტატი: სხვა გარემოებებში, AcO− შეიძლება იყოს ლიგანდი H+-ისთვის, რადგან განმარტების მიხედვით, ცენტრალურად შეიძლება ის ნაწილი ჩაითვალოს, რომელიც უფრო მოხერხებულია. მაგ., კალციუმის ოთხი იონი ლიგანდებია კალმოდულინისთვის, როდესაც ცენტრალურად ჩათვლილია ცილა, ხოლო კალმოდულინის ოთხი კარბოქსილის ჯგუფი არის ლიგანდები თითოეული კალციუმის იონისა, თუ ცენტრალურად ეს იონი განიხილება. როდესაც რეცეპტორთან დაკავშირებელ ჰორმონს ლიგანდს უწოდებენ, რეცეპტორი განიხილება, როგორც ცენტრალური ნაწილი. ბიოქიმიისაგან განსხვავებით, არაორგანულ ქიმიაში ტერმინი ლიგანდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ნაწილაკი მხოლოდ ცალკეულ ატომს უკავშირდება, ამიტომ ბიოქიმიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბიოარაორგანულ ქიმიაში ტერმინის არაზუსტმა გამოყენებამ შესაძლოა გაურკვევლობა გამოიწვიოს.
|