მოგესალმებით

 ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური კონფერენციის "ქიმია დღეს"  საორგანიზაციო კომიტეტი  მოხარულია მოგიწვიოთ მონაწილეობის მისაღებად კონფერენციაში,  რომელიც ჩატარდება 2011 წლის 26 თებერვალს ქალაქ თბილისში,   საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია  ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდა მეცნიერს, დოქტორანტს, მაგისტრანტს.

კონფერენციის ძირითადი მიზანია  თავი მოუყაროს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევით სამუშაოებს, საშუალება მისცეს ახალგაზრდა მეცნიერ–მკვლევარებს მოახდინონ მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და შემდგომ გაღრმავებას.

კონფერენციაზე პლენარული სხდომების სექციაზე  ახალგაზრდა მეცნიერ–მკვლევარებისათვის სპეციალურ მოხსენებებს გააკეთებენ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეული ცნობილი მეცნიერები.

კონფერენცია ჩატარდება საერთაშორისო დონეზე აღიარებული მოთხოვნების სრული დაცვით.  კონფერენციაში მონაწილეობა ახალგაზრდა მეცნიერ–მკვლევარებს გამოუმუშავებს შესაბამის უნარ–ჩვევებს, რაც მათ შემდგომში გაუადვილებთ საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის მიღებას.

 

საორგანიზაციო კომიტეტი გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ კონფერენციაში და მონაწილეობა მიიღოთ მის მუშაობაში.

საორგანიზაციო კომიტეტი