ეს საინტერესოა

 

"მწვანე" ელექტროენერგიის გენერირება: ართმეული სითბო პირდაპირ გარდაიქმნება ელექტულ დენში ახალი შენადნობების საშუალებით

მინეზოტას უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინჟინერინგის კოლეჯის ინჟინერ-მკვლევარებმა სულ ახლახანს აღმოჩინეს ახალი შენადნობი მასალა, რომალსაც შეუძლია სითბო პირდაპირ გარდაქმნას ელექტრულ ენერგიაში.
ენერგიის გარდაქმნის ეს რევოლუციური აღმოჩენა მართალია ჯერ-ჯერობით კვლევის პირველ საფეხურზე იმყოფება, მაგრამ შესაძლებელია, რომ მომავალში მან ეკოლოგიურად უსაფრთხო ელექტოენერგიის წარმოებამდე მიგვიყვანოს ართმეული სითბოს პირდაპირ ელექტროენერგიაში გარდაქმნის საშუალებით.
მკვლევარები აცხადებენ, რომ ახალ მასალას შეუძლია სითბოს ართმევა ავტომობილების აირგამყვანი სისტემებიდან და მისი გარდაქმნა ელექტროენერგიაში, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება აკუმულატორების დასამუხტად.

ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია ინდუსტრიული სითბოს დანაკარგებიდან ელექტრო ენერგიის მისაღებად. უფრო მეტიც, მისი გამოყენება შესაძლებელია იქ სადაც კი ადგილი აქვს სითბოს ცვალებადობას. მაგალითად, ოკეანეების სითბოს ცვალებადობის შემთხვევაში.

 

სრულად

 

წყარო:ScienceDaily (June 27, 2011)

 

გამოქვეყნებულია: 08-12-2011