ეს საინტერესოა

 

რა არის SciFinder?

SciFinder შექმნილია ქიმიური რეზიუმეების სერვისის (CAS) მიერ და არის ქიმიური ლიტერატურის ყველაზე მრავალრიცხოვანი მონაცემთა ბაზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება თემის, ავტორის, ნივთიერებების სახელისა, CAS რეესტრის ნომრის, ქიმიური რეაქციების და სხვა საშუალებებით. იგი ერთ-ერთი უმთავრესი და ძირითადი კვლევითი ინსტრუმენტია ქიმიის, ბიოქიმიის, ქიმიური ინჟინერიის, ნანოტექნოლოგიის, ფიზიკის, გარემოს მეცნიერების და სხვა სამეცნიერო და საინჟინრო დარგებისათვის.

SciFinder აერთიანებს ინფორმაციას 161 მილიონზე მეტ ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებაზე, 52 მილიონზე მეტ ცნობას ათასობით ჟურნალებიდან და პატენტებიდან, აგრეთვე წიგნებიდან, დისერტაციებიდან, მოხსენებებიდან, 126 მილიონზე მეტ ერთსაფეხურიან და მრავალსაფეხურიან რეაქციებს და სინთეზურ გარდაქმნებს რომლებიც მოცემულია 1840 წლიდან, ასევე მარეგულირებელ  ინფორმაციას 389,000 ქიმიურ ნივთიერებაზე  150 მარეგულირებელი სიიდან.

 

SciFinder-ის მონაცემთა ბაზებთან წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ხელმომწერებისათვის. დღეს მისი ბაზების გამოყენებით სარგებლოს მსოფლიოს უმეტესი უნივერსიტეტები და სამეცნიერო ლაბორატორიები.

 

აღსანიშნავია, რომ SciFinder-ის გამომწერი საქართველოშიც ჰყავს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სახით.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:cas.org

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021