ეს საინტერესოა
119-ე ელემენტზე ნადირობა დაიწყო!
იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერთა ჯგუფები პერიოდულ სისტემაში ახალი პერიოდის დასაწყებად გაერთიანდნენ.მკვლევარების თქმით 119-ე ელემენტის ძიება 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. Riken-ის დირექტორმა Hideto En'yo-მ პოლონეთში 2017 წელს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ 119-ე და 120-ე ელემენტებს 5 წლის განმავლობაში აღმოაჩენენ.
2016 წელს Riken-ის გუნდი ქიმიის საერთაშორისო ორგანიზაციის (IUPAC) მიერ აღიარებულია 113-ე ელემენტის პირველ აღმომჩენად. გუნდი 119-ე ელემეტის აღმოჩენაშიც აქტიურად ჩაერთვება.
წყარო:Kit Chapman, chemistryworld.com, 12 September 2017
გამოქვეყნებულია: 01-07-2020