სიახლეები

 

IChTo-2023 ტურნირის ამოცანები ცნობილია

IChTo-2023 ტურნირის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტმა დაამტკიცა ამოცანები, რომლებიც უშუალოდ ტურნირის მსვლელობის დროს უნდა წარადგინონ მონაწილე გუნდებმა. ამოცანები გამოქვეყნებულია ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  Problems-Set-of-IChTo-2023.pdf

 

საქართველოს სახელით მოასპარეზე ნაკრები გუნდის წევრების შერჩევის მიზნით  ცხადდება შესარჩევი ტური, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 2 ივნისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. 

 

შესარჩევ ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია X-XI-XII კლასის მოსწავლეებს. შესარჩევ ტურზე კანდიდატმა უნდა წარადგინოს 8-წუთიანი პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე ზემოთ მოცემულ ერთ-ერთ ამოცანაზე და უპასუხოს ჟიურის კითხვებს.

 

ჟიური შეარჩევს 4-დან და12-მდე მონაწილეს, რომლებიც იასპარეზებენ 18-23 აგვისტოს ქიმიის საერთაშორისო ტურნირზე.

 

შესარჩევ ტურში მონაწილეობისთვის გაირეთ წინასწარი რეგისტრაცია.

 

დამატებითი ინფორმაცია ქიმიის საერთაშორისო ტურნირის შესახებ:

  • ინტერვიუ სამეცნიერო კომიტეტის წევრთან იხ. ბმული
  • ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი: ichto.org
  • ტურნირის შეფასების კრიტერიუმები:Rules-IChTo-2023.pdf
  • ტურნირზე ამოცანის წარდგენის ვიდეო მოდელი იხ. ბმული.
  • პრეზენტაციის გაფორმების ნიმუში
  • ტურნირი ჩატარდება 18-23 აგვისტოს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში
  • სავარუდო მონაწილე ქვეყნები: უნგრეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ვიეტნამი, სინგაპური, ტაილანდი

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: ichto.ge@gmail.com

 

 

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ტურნირში მონაწილეობის მსურველებს  გაუწევს კონსულტაციას. ტურნირის შესახებ მიმდინარე ინფორმაცია პერიოდულად გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე chemistry.ge.

 

 

 

გამოქვეყნებულია: 03-04-2023