სიახლეები
ქიმიის საერთაშორისო ტურნირი ახლოვდება...
საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტმა დაამტკიცა ამოცანები IChTo-2023-ისთვის, რომელიც თბილისში ჩატარდება. ტურნირის დევიზია „შეუძლებელ კითხვებს შეუძლებელი პასუხები სჭირდება...“
სამეცნიერო კომიტეტის მიერ შემუშავებულ ამოცანებში ერთი ამოცანა საქართველოსაც ეხება, რომელშიც მონაწილეებმა უნდა დაამტკიცონ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.
საერთაშორისო ტურნირი 18-23 აგვისტოს ჩატარდება. ტურნირს კახა ბენდუქიძის კამპუსი უმასპინძლებს.
საქართველოს სახელით გუნდები იასპარეზებენ წინასწარი შერჩევით. შერჩევის წესები და თარიღები მალე გამოქვეყნდება.
დამატებითი ინფორმაციას ტურნირის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ IChTo-20230-ის ვებგვერდზე.
გამოქვეყნებულია: 31-03-2023