სიახლეები

 

სტუმრად საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთას“ მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.  მოსწავლეებმა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ლაბორატორიები, მუზეუმი და დაესწრნენ ქიმიის ლაბორატორიული მეცადინეობას.

 

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ მადლობას უცხადებს ყველა მის ყველა მოსწავლეს ქიმიით ინტერესისათვის და მის მასწავლეებლებს უანგარო შრომისათვის.

 

ასევე დიდი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ანა ვეშაგურიძისადმი, გულითადი მასპინძლობისა და საინტერესო ტურის ორგანიზებისათვის.

 

ტურის ამსახველი ფოტო მასალა.

 

 

გამოქვეყნებულია: 25-12-2022