სიახლეები

 

ონლაინ სკოლაში „ზურგჩანთა“ მიღება დაიწყო

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2022-2023 სასწავლო წლისათვის.

 

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მე-8 მე-12 კლასებში.

სკოლა, თავისი შინაარსით და საგაკვეთილო პროცესით, მოგცემთ შესაძლებლობას შეისწავლოთ ქიმია საფუძვლიანად, შეასრულოთ საკლასო და საშინაო დავალება დამოუკიდებლად და თავადვე შეამოწმოთ თქვენი ცოდნა.

სასწავლო პროცესში, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩავწვდეთ ამ საბუნებისმეტყველო საგნისა და მისი სამყაროს საიდუმლოებას, ვისწავლით მოლეკულების ენას და მათი ქცევის წესებს.

 

დაინტერესებულმა მოსწავლეებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ 2022 წლის 25 სექტემბრამდე შემდეგ ბმულზე.

 

ონლაინ სწავლების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

 

სწავლა დაიწყება 3 ოქტომბერს.

 

ონლაინ სკოლის  „ზურგჩანთა“

ადმინისტრაცია

 

 

გამოქვეყნებულია: 02-09-2022