სიახლეები

 

IChO-2022 დასრულდა

დღეს დასრულდა ქიმიის საერთაშორისო 54-ე ოლიმპიადა, რომლის მასპინძელიც (დისტანციურად) იყო ჩინეთი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგ წარმატებას მიაღწია:

  1. ქეთევან პერანიძე - ვერცხლის მედალი
  2. ლიზი დარჩია - ბრინჯაოს მედალი
  3. არჩილ ბენაშვილი - ბრინჯაოს მედალი
  4. ნიკა მეტრეველი - სპეციალური დიპლომი

 

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს:

  1. წელს ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები გვყავდა, მათ შორის ორი დებიუტანტი
  2. ოთხივე მონაწილემ მიიღო გარკვეული სახის პრიზი
  3. ჩვენი ნაკრების ისტორიაში პირველად ავიღეთ ვერცხლის მედალი!

 

ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლები ნაკრების წევრების რანდენიმე წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.  დიდი მადლობა თითოეულ მათგანს.

ასევე დიდი მადლობა ტრენერთა ჯგუფს: თინათინ ბუთხუზს, ვახტანგ კურცხალიას, სოფიკო ფაცაციასა და ლაშა ხუციშვილს, რომელთაც მთელი წლის მანძილზე არ დაიშურეს დრო და ენერგია, რომ ეს შედეგი დამდგარიყო.

დიდი მადლობა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომლის ფინანსური მხარდაჭერით შევძელით ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება.

ასევე მადლობას ვუხდით ეკა მიქაუტაძეს და ქეთი გორგაძეს - შესარჩევი და ფინალური ტურების ორგანიზებისათვის.

დიდი მადლობა საქართველოს აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს, რომელიც ტრადიციულად  მხარს გვიჭერს როგორც ნაკრების მომზადების პროცესში, ისე ონლაინ ფინალური ტურების ორგანიზებაში.

მადლობა ყოფილ ოლიმპიელებს დავით რიჟინაშვილს და გიორგი პეტრიაშვილს, მუდმივი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველას ამ გამარჯვებას.

დღეს ჩინეთში, დაჯილდოების ცერემონიალზე ოთხჯერ „აფრიალდა“ საქართველოს დროშა.



 

 

გამოქვეყნებულია: 18-07-2022