სიახლეები

 

დეა გოგიშვილი Forbes Georgia-ს პროექტის 30 UNDER 30-ს მეცნიერების გამარჯვებულია

აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, დეა გოგიშვილიForbes Georgia-ს პროექტის 30 UNDER 30-ს მეცნიერების გამარჯვებულია.

ამჟამად, დეა არის დოქტორანტი ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში, მარი სკლადოვსკა-კიურის კონსორციუმის მკვლევარი დემენციების ბიომარკერების განვითარების სფეროში.

ის მუშაიბს კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტში, ინტეგრაციული ბიოინფორმატიკის ჯგუფში და კვლევა მოიცავს სტრუქტურულ ბიოლოგიასა და მანქანურ დასწავლას. ამ თემებთან დაკავშირებით დეა კითხულობს ლექციებს და ხელმძღვანელობს როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო თეზისებს. ერთ-ერთი პირველი კვლევა სადოქტორო პროექტიდან შეეხება ადამიანების ცილების წებოვნობას და მათ მნიშვნელობას ნეიროდეგენერაციული დაავადებებისთვის.

იხილეთ სრულად

 

 

გამოქვეყნებულია: 12-05-2022