სიახლეები

 

ელიზბარ ელიზბარაშვილი: პერიოდულობის ცხრილი და რუსული ოკუპაცია

რუსეთი ოკუპანტია! – ბოლო რამდენიმე საუკუნეს ამაზე ყვირილით ვიწყებთ.

1800-იანებში ხმა ზუსტად იქამდე მივაწვდინეთ, სადამდეც ჩვენმა სახმო იოგებმა მოგვცა საშუალება. შესაბამისად, ქომაგიც არავინ გამოჩნდა. 1900-იანების დასაწყისში მთლად იოგების ანაბარა არ დავრჩენილვართ – უკვე ტელეგრაფი არსებობდა, მაგრამ ის ოხერი მავთული არ აღმოჩნდა საკმარისად გრძელი… ბევრი არავინ მოსულა ჩვენს ძახილზე; ვინც მოვიდა, იმათაც დაგვხედეს და უკანვე გაბრუნდნენ…

2000-იანი წლების დასაწყისში ინტერნეტმა და ციფრული კომუნიკაციის საშუალებებმა გვიშველა. ისეთი „ელექტრონული“ ბუკი და ნაღარა შემოვკარით, რომ უცებ მთელმა მსოფლიომ ჩვენკენ გამოიხედა. იყვნენ ისეთებიც, რუკაზე რომ პირველად აღმოგვაჩინეს… მაგრამ რად გინდა, ჩვენი ქომაგი მხოლოდ ის აღმოჩნდა, ვინც ჩვენსავით პატარა იყო და დროდადრო ჩვენსავით უწევდა „რუსეთი ოკუპანტიას“ ძახილი. უფრო დიდები და ძლიერები აღშფოთდნენ, ბევრი ივიშვიშეს, მომხდური დაამშვიდეს, ჩვენ კი გვითაქეს – ამხელა დათვს რომ აღვიძებდით, რა გეგონათო…

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 16-03-2022