სიახლეები
ლიტერატურულ კონკურსის – „ვწერ მასწავლებლისთვის“ საუკეთესო მოთხრობების ათეული
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს , ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის – „ვწერ მასწავლებლისთვის“- საუკეთესო ათეული ცნობილია!
- მენდელევის გაკვეთილები – ილია ჭანტურია
- მარია კიური, ზევსი, დირექტორი და ზოგჯერ აპოლონიც – ნანა აკობიძე
- გაფუჭებული ტელეფონი – სოფიო კუბლაშვილი
- ევა- თორნიკე სიბაშვილი
- Bed Teacher – ცოტნე ავსაჯანიშვილი
- ჰანიბალის ფიცი- ნინია სადღობელაშვილი
- აჩიკო- გურო დავითლიძე
- მეორე მხარე- ნათია გოგიჩაიშვილი
- ორშაბათი- ანა წულაია
- აირწინაღი- ბესო პაპასქუა
კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.
კონკურსის სპეციალურმა ჟიური შეარჩია ათი საუკეთესო მოთხრობა, რომელთაგან გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება 30 სექტემბერს, საზეიმო მიღებაზე.
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია მოცემული კონკურსის მხარდამჭერია მისი დაარსების დღიდან და დაწესებული აქვს სპეციალური პრიზი ბუნებისმეტყველების მასწავლებელზე საუკეთესო მოთხრობისათვის.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ mastsavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულია: 23-09-2021