სიახლეები
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 რესპუბლიკური ოლიმპიადა IYIPO 2012
2012 წლის 31 მარტს ქ.რუსთავში, ააიპ „რუსთავის თეატრში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო ცენტრის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის „საქპატენტის“, ჯეოსელის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 რესპუბლიკური ოლიმპიადა IYIPO 2012.
ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იყო 60-მდე პროექტი. მათ შორის ქიმიის დარგში იყო 7 პროექტი. ჟიურის გადაწყვეტილებით ქიმიის დარგში გამარჯვებულია 4 პროექტი, რომელთაგან ორმა პროექტმა მიიღო I ხარისხის სიგელი.
I ხარისხის სიგელის მფლობელი მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-6 საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც ჩატარედება 27–29 აპრილს თბილისში.
გამოქვეყნებულია: 16-05-2012