სიახლეები
ერთი გაკვეთილი
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, ორგანიზაციის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „ქიმიის უწყებანის“, მიმდინარე ნომერს უძღვნის ქიმიის მასწავლებლებს და აცხადებს მასალების მიღებას თემაზე - „ქიმიის ერთი გაკვეთილი“.
ჟურნალი გამოსაქვეყნებლად მიიღებს ნაშრომებს, რომელშიც აღწერილი იქნება ქიმიის ერთი საინტერესო გაკვეთილი, სწავლების მეთოდების, სიახლეების, დაგეგმილი/მიღწეული შედეგების. პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების/რეკომენდაციების ჩვენებით.
ნაშრომის ჟურნალში წარდგენა შესაძლებელია ონლაინ შემდეგი ბმულის გამოყენებით: ჟურნალი “ქიმიის უწყებანი" (chemistry.ge)
ნაშრომი უნდა იყოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადებული, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და გაფორმებული უნდა იყოს ჟურნალის მიერ დადგენილი წესების მიხედვით, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჟურნალის ვებგვერდზე ან შემდეგ ბმულზე: http://chemistry.ge/.../Authors_guide_ChemNewsLetters.pdf
სარედაქციო კოლეგიის მიერ შერჩეული 15 ნაშრომი ჟურნალის მიმდინარე ნომერში გამოქვეყნდება.
პატივისცემით,
ჟურნალ „ქიმიის უწყებანის“ რედაქცია
გამოქვეყნებულია: 07-06-2021