გაფართოებული ძებნა

 

 

რეგისტრაცია - სტატიის გაგზავნა

ნაშრომის სათაური

ავტორები

კორესპონდენტი ავტორის სახელი და გვარი

კორესპონდენტი ავტორის თანამდებობა/წოდება/აკადემიური ხარისხი, ორგანიზაცია, ტელეფონი

კორესპონდენტი ავტორის ელ-ფოსტა

მიამაგრეთ კორესპონდენტი ავტორის ფოტო
ყურადღება! ფაილის სახელი უნდა მოიცავდეს მხოლოდ ლათინურ ასოებს და კორესპონდენტი ავტორის გვარს.
ფაილის მაქსიმალური ზომა 400KB.


მიამაგრეთ სტატიის ფაილი
ყურადღება! ფაილის სახელი უნდა მოიცავდეს მხოლოდ ლათინურ ასოებს!
ფაილის მაქსიმალური ზომა 1MB.


შეიყვანეთ უსაფრთხოების კოდი

 

ავტორებისათვის

მიზნები და ამოცანები

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ჟურნალი „ქიმიის უწყებანი“ წარმოადგენს ელექტრონულ ჟურნალს და აქვეყნებს სამეცნიერო-შემეცნებითი ხასიათის სტატიებს, ქართულ და ინგლისურ ენებზე ქიმიის, ქიმიური ინჟინერინგისა და მათი მონათესავე დარგებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი მოიცავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფართო სპექტრს, იგი ძირითად ფოკუსირებას აკეთებს ახალი მასალებისა და მოწინავე ტექნოლოგიების ამსახველ შრომებზე.

სარედაქციო კოლეგიის მოვალეობაა უზრუნველყოს ჟურნალში დაბეჭდილი სტატიების მაღალი სამეცნიერო დონე.

კრებულში წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ორიგინალური, მოიცავდეს გარკვეულ სიახლეს და არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული ან განიხილებოდეს გამოსაქვეყნებლად სხვა რომელიმე ჟურნალში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მასზე არ არის გაკეთებული წინასწარი შეტყობინება („წერილი რედაქტორს“, „შეტყობინება“).

თითოეული წარმოდგენილი შრომა გაივლის რეცენზირებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ორიგინალურობა, შედეგების საიმედოობა და მოცულობა, პირველი ორის სამეცნიერო ღირებულების გათვალისწინებით.

შრომები, რომელიც მოიცავს უკვე ცნობილი მონაცემების უმნიშვნელოდ გავრცობას დასაბეჭდად არ მიიღება. ავტორებს უარი ეთქმებათ იმ შემთხვევაშიც, თუ ნაშრომი მოიცავს სუსტ ან საერთოდ არ მოიცავს ინოვაციურ მასალას მასში დასმული პრობლემის გადაწყვეტისათვის.

 

საავტორო უფლებები

ჟურნალში „ქიმიის უწყებანი“ გამოქვეყნებულ სტატიებზე საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს.

 

 

ნაშრომის განხილვის პროცედურა:

მანუსკიპტის  წარდგენა ჟურნალის რედაქციაში წარმოებს ონ-ლაინ რეჟიმში.

ავტორმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია შესაბამის გვერდზე და ატვირთვოს  ნაშრომის ფაილი MS-Word ფაილის ფორმატში.  მანუსკრიპტი მომზადებული უნდა იყოს ინსტრუქციის შესაბამისად.

პასუხისმგებელი რედაქტორი განიხილავს მანუსკრიპტს და უკეთებს რეცენზირებას 1-3 სამუშაო დღეში.

რედაქტორს უფლება აქვს დაუბრუნოს ავტორს ნაშრომი კორექტირებისათვის.

რედაქტორის ნებისმიერი გადაწყვეტილება ავტორს ეცნობება წერილობით.

ჟურნალის ნომერის სრულად დაკომპლექტების შემდეგ ავტორს შეუძლია მოითხოვოს ჟურნალის  ნომრის  ელექტრონული ვერსია  (pdf ფორმატში).

 

ხელნაწერის წარდგენა რედაქციაში

მანუსკიპტის წარდგენა ჟურნალის რედაქციაში წარმოებს ონ-ლაინ რეჟიმში.

 

მანუსკიპტის  მომზადება

მანუსკრიპტი  ფორმდება A4 ფორმატის თაბახზე. გვერდები უნდა დაინომროს გამჭოლად.

  • ქართული ფონტი – Sylfaen
  • რუსული და ინგლისური ფონტი –Times New Roman ან Calibra
  • ფონტის ზომად – 11 პუნქტი,
  • ინტერვალი – 1.5 პუნქტი.
  • ხელნაწერის საერთო მოცულობა – არანაკლებ 1500 სიტყვა (≈6-7 გვერდი) და არაუმეტეს 10-11 გვერდისა.
  • მინდორი – 30 მმ (მარცხნივ), 25 მმ (მარჯვნივ), 25 მმ (ზევით), 25 მმ (ქვევით)

 

მანუსკიპტი  უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს (არა აუცილებელი პუნქტები მოცემულია აღნიშნულია ვარსკვლავით):

  • სათაური
  • ავტორები
  • მისამართი
  • რეზიუმე
  • საკვანძო სიტყვები
  • შესავალი
  • სტატიის ძირითადი ნაწილი
  • ექსპერიმენტული ნაწილი*
  • დასკვნა
  • მადლიერება*
  • გამოყენებული ლიტერატურა

 

 სათაური

მანუსკრიპტი სათაური უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე, მაგრამ იმავდროულად ზუსტად უნდა ასახავდეს ნაშრომში დასმულ სამეცნიერო პრობლემას.

ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა –12 პუნქტი, ფონტის სტილი - მსხვილი შრიფტი.

 

ავტორები

ავტორები მიეთითება მისი ინიციალისა და გვარის მიხედვით. რამდენიმე ავტორის არსებობის შემთხვევაში ავტორები ერთმანეთისაგან გამოიყოფა მძიმით („ , “), ხოლო კორესპონდენტი ავტორის გვარი მიეთითება ვარსკვლავით („*“).

ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა – 11 პუნქტი, ფონტის სტილი - მსხვილი შრიფტი.

ნიმუში: ა. გიორგობიანი, ბ. ქავთარაძე*

 

ორგანიზაცია

უნდა მიეთითოს იმ ორგანიზაციის ზუსტი დასახელება, სადაც შესრულდა კვლევა. თუ ავტორები  წარმოდგენენ სხვადასხვა ორგანიზაციას, მაშინ ორგანიზაციები დაინომრება არაბული რიცხვებით, ხოლო თითოეული ავტორის შემდეგ შესაბამისი ორგანიზაცია მითითება ხარისხის რეგისტრში ატანილი არაბული რიცხვით.

ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა – 10 პუნქტი, ფონტის სტილი – რეგულარული (ნორმალური) დახრილი.

მაგ.

ა. გიორგობიანი, ბ. ქავთარაძე*
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ა. გიორგობიანი1, ა. გელიაშვილი1, ბ. ქავთარაძე2*
1 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 2 ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

მისამართი

მითითებული უნდა იყოს  ელ–ფოსტა.

ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა – 10 პუნქტი, ფონტის სტილი – რეგულარული (ნორმალური) დახრილი.

ნიმუში: avtori@domen.ge.

 

 

რეზიუმე

რეზიუმე ტექსტს ორივე მხრიდან (ზევიდან და ქვევიდან) უნდა გამოიყოს ცარიელი აბზაცებით. მისი მოცულობა უნდა შეადგენდეს 100-150 სიტყვას. რეზიუმეში მოკლედ უნდა იყოს აღწერილი ნაშრომში დასმული პრობლემის აქტუალურობა. დაუშვებელია რეზიუმეში მხოლოდ ზოგადი პოსტულატებით შემოფარგვლა.

ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა – 11 პუნქტი, ფონტის სტილი – რეგულარული.

 

საკვანძო სიტყვები

უნდა მიეთითოს ნაშრომის თემატიკასთან დაკავშირებული 5 საკვანძო სიტყვა. საკვანძო სიტყვების შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს მეცნიერთა ფართო წრისათვის მიღებულ ტერმინოლოგიას.

ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა– 10 პუნქტი, ფონტის სტილი - რეგულარული.

 

შესავალი

შესავალი წარმოადგენს ნაშრომის ძირითადი ტექსტის პირველ ნაწილს. მასში მოკლედ და ამომწურავად უნდა იყოს ჩამოყალიბებული ნაშრომში დასმული პრობლემის აქტუალობა და სიახლე. შესავალში ასევე უნდა გაკეთდეს აღნიშნული პრობლემის შესახებ გამოქვეყნებული შრომების მოკლე მიმოხილვა.

ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა– 11 პუნქტი, ფონტის სტილი -რეგულარული.

 

 

ძირითადი ნაწილი

იგი წარმოადგენს ძირითადი სტატიის უმთავრეს ნაწილს. შესაძლებელია ძირითადი ნაწილი დასახელდეს ქვესათაურით. დასაშვებია ძირითადი ნაწილის დაყოფა ქვენაწილებად.

მიღებული შედეგების წარმოდგენისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ცხრილები, ნახაზები, დიაგრამები, სურათები და სხვ. ამასთან, დაუშვებელია ერთი და იგივე შედეგის ორი სხვადასხვა ფორმით წარმოდგენა („ინფორმაციული ტავტოლოგია“). ამასთანავე, ძირითადი ტექსტიდან უნდა იყოს მიმართება ცხრილებზე, ნახაზებზე, დიაგრამებზე, სურათებზე და სხვ. ან მათში მოცემულ მონაცემებზე.

 

აუცილებელია ცხრილების, ნახაზების, დიაგრამების, სურათების და სხვ. გამჭოლი ნუმერაცია და დასახელება. დასახელება მოკლედ და კონკრეტულად უნდა ასახავდეს მის შინაარსს.

ფონტი Sylfaen, ფონტის ზომა– 11 პუნქტი, ფონტის სტილი - რეგულარული.

 

ექსპერიმენტული ნაწილი*

ექსპერიმენტული სახის ნაშრომებისათვის აუცილებელია ექსპერიმენტული ნაწილი დართვა. მასში უნდა იქნას აღწერილი ექსპერიმენტში გამოყენებული მასალები, მეთოდები და პროცედურები იმდენად დეტალურად, რომ სხვა ექსპერიმენტატორს მისი განმეორების საშუალება ჰქონდეს. ახალი ექსპერიმენტული პროცედურები უნდა იყოს დეტალურად აღწერილი, ხოლო ის ექსპერიმენტი, რომელიც უკვე ერთხელ მაინც იყო აღწერილი რაიმე სახის ლიტერატურაში, მისი დეტალური აღწერა არ არის საჭირო. როგორც წესი, იგი მიეთითება ლიტერატურის სახით. 

 

სიმბოლოები

ტექნიკური სახის ტექსტების გაფორმებისას, როგორც წესი, აუცილებლია სხვადასხვა სახის სიმბოლოების გამოყენება. ტექსტში უშუალოდ მითითებული მარტივი სიმბოლოებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ფონტი „Symbol“.

ათწილადებში მეათედის ნიშნად გამოიყენება წერტილი „ . “

 

მათემატიკური ფორმულები

მათემატიკური ფორმულები შესრულებული უნდა იქნას MS Word-ის მათემატიკური ფორმულის რედაქტორის საშუალებით. სიმბოლოების შრიფტი Calibra ან Times New Roman, ზომა - 11 პუნქტი.

 

ქიმიური ფორმულები

ქიმიური სტრუქტურული ფორმულები და რეაქციის სქემები შესრულებულ უნდა იქნას ქიმიური რეაქციების რედაქტორების ChemDraw, ChemSketch ან ISIS Draw-ს საშუალებით. ChemSketch და ISIS Draw-სპროგრამების უფასო ვერსიები შეიძლება ჩამოტვირთული იქნას მათი ოფიციალური ვებ-გვერდებიდან. http://www.acdlabs.com/download/ და www.mdl.com

სტრუქტურული ფორმულების აგებისას გამოყენებულ უნდა იქნას ACS-სტილი, რომელიც მოიცავს:

ფონტის ზომა - 10 პუნქტი
ბმის სიგრძე - 5.1 მმ
ბმის ტიპი - 0.7 pt

 

ნახაზები, დიაგრამები

ნახაზები და დიაგრამები უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მცირე ზომის. მათი ნუმერაცია წარმოებს გამჭოლად. თუ ნახაზის ან დიაგრამის რაოდენობა 1-ზე მეტი არ არის, მაშინ ნომერი არ იწერება. ნახაზები და დიაგრამები უნდა იყოს მოთავსებული ჩარჩოში. რეკომენდირებული ზომა არის (70-80)x(70-80) მმ. შეძლებისდაგვარად ყველა ნახაზი უნდა იყოს ერთი და იგივე ზომის, ან როგორც მინიმუმ, ერთი და იგივე სიმაღლის. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვებია (70-160)x(70-200) მმ ზომის ნახაზების გამოყენება. გრაფიკების წირები შესრულებული უნდა იქნას შედარებით უფრო მუქი წრფეების საშუალებით, ვიდრე საკორდინატო ღერძები. გრაფიკები დიაგრამებზე უნდა დაინომროს არაბული ციფრებით. ასევე დასაშვებია დამატებით სიმბოლოების (●,o, n, ¡, l, ▼, ►, •, ¡, ●,) გამოყენება.

ელექტრონულად აგებული გრაფიკები შენახული უნდა იქნას გრაფიკული ფაილის ფორმატში: TIFF, Jpg, PDF მინიმალური რეზოლუციით 300 dpi.

სკანერით ჩაწერილი გრაფიკები მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ხარისხი იქნება ელექტრონულად აგებული გრაფიკების ექვივალენტური.

 

ცხრილები

ცხრილის ზომა უნდა იყოს მაქსიმალურად მცირე. მისი სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 160 მმ-ს. როგორც წესი, ცხრილების გამოყენება სამეცნიერო ნაშრომს უფრო ინფორმაციულს ხდის. მაგრამ დაუშვებელია ცხრილებსა და დიაგრამებზე ერთი და იგივე ინფორმაციის მოტანა.

ცხრილები უნდა დაინომროს არაბული ციფრებით გამჭოლად. თუ ცხრილის რაოდენობა 1-ზე მეტი არ არის, მაშინ ნომერი არ იწერება. თითოეული ცხრილი უნდა დასახელდეს. სვეტების დასახელებები უნდა იყოს რაც შეძლება მოკლე. ინფორმაციის კომპაქტურობისათვის მიზანშეწონილია ცხრილებში სქოლიოების გამოყენება, რომლის აღნიშვნაც წარმოებს ხარისხად ატანილი ლათინური ანბანის ასოებით. ცხრილის იმ უჯრაში, სადაც არ არის მონაცემი, დაისმება დეფისი.

 

განზომილებები

ფიზიკური სიდიდეების განზომილებებისათვის გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ განზომილებათა SI სისტემის ერთეულები. განზომილების ერთეული მისი რიცხვითი მნიშვნელობიდან გამოიყოფა „ჰარით“.

ნიმუში: 10 °C, 100 კგ.

 

დასკვნა

ძირითადი ტექსტის ბოლო ნაწილს წარმოადგენს დასკვნა, რომლიც მოცულობაც უნდა იყოს 50-100 სიტყვა. მასში მოკლედ და მაქსიმალურად ინფორმაციულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, ის ძირითადი შედეგები, რომელიც მიღებულია სამეცნიერო ნაშრომში.

 

მადლიერება*

ავტორებს უფლება აქვთ გამოთქვან მადლიერება იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომელთაც გარკვეული წვლილი შეიტანეს აღნიშნული კონკრეტული სამუშაოს შესრულებაში. ამასთან პიროვნების ან ორგანიზაციის დასახელებისას უნდა მითითებულ იქნას მათი კონკრეტული წვლილი.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

სამეცნიერო ნაშრომში აუცილებელია ბიბლიოგრაფიული მონაცემების მითითება IEEE სტანდარტით.

გამოყენებული ლიტერატურის მითითება უნდა მოხდეს მხოლოდ ძირითად ტექსტის ისეთ ნაწილებში, როგორიცაა „შესავალი“, „შედეგები და მათი განსჯა“ და „ექსპერიმენტული ნაწილი“. დაუშვებელია ლიტერატურის მითითება რეზიუმეში და დასკვნაში. ძირითად ტექსტში ლიტერატურის მითითება როგორც წესი წარმოებს აბზაცის ბოლოს კვადრატული ფრჩხილების გამოყენებით. ნუმერაცია უნდა იყოს გამჭოლი და მზარდი.

 

ნიმუში:

სტატია:

ინიციალი. [ინიციალი]. გვარი, [ინიციალი.] [ინიციალი]. [გვარი].  „სრული სათაური“. ჟურნალის სრული დასახელება ან აბრევიატურა, ტომი , [ნომერი,], გვ. დასაწყისი–დასასრული, წელი.

მაგ.:

  1. Zhou, „Chemical Pollution and Transport of Organic Dyes in Water–Soil–Crop Systems of the Chinese Coast,“ Bull. Environ. Contam. Toxicol, Vol. 4, No. 4, pp. 784-793, 2001.

 

წიგნი:

ცალკეული გვერდების მითითებისას:

ინიციალი. [ინიციალი]. გვარი, [ინიციალი.] [ინიციალი]. [გვარი],  სრული სათაური, [გამოცემის ნომერი], [ტომი ],  გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი,  გვერდების დასაწყისი- გვერდების დასასრული გვ.

მაგ.:

  1. Morrsion, G. Tittse, Organic Chemistry, 2 Ed., Vol 2, London: Willey and Sons, 2015, . 560-580.

 

მთლიანი წიგნის მითითებისას:

ინიციალი. [ინიციალი]. გვარი, [ინიციალი.] [ინიციალი]. [გვარი],  სრული სათაური, [გამოცემის ნომერი], [ტომი ],  გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი,  გვერდების რაოდენობა გვ.

  1. Morrsion, G. Tittse, Organic Chemistry, 2 Ed., Vol 2, London: Willey and Sons, 2015, p. 560.

პატენტი:

ინიციალი. [ინიციალი]., გვარი,  [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი  patent. პატენტის ნომერი. გამოქვეყნების თარიღი

  1. Morrison, "Preparation of azomethones". USA Patent 1456976, 10 4 2015.

 

კონფერენციის თეზისი

ინიციალი. [ინიციალი]., გვარი,  [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. კონფერენციის დასახელება, ჩატარების ადგილი, წელი,

  1. Kramer, "New method of the accylation," in chemisrty international conference, Wien, 2016.

 

გლობალური ქსელი:

ვებ–გვერდის დასახელება. უკანასკნელად იქნა გადამოწმებული – რიცხვი, თვე, წელი.

მაგ.:

 http://patft.uspto.gov/netacgi/doc.html, უკანასკნელად გადამოწმებულია - 5.03.2007.

 

რეზიუმე

რეზიუმეები უნდა შესრულდეს ქართულ  და  ინგლისურ ენაზე. ამასთან ისინი უნდა იყვნენ ნაშრომის ენის შესაბამისი რეზიუმეს ზუსტი ანალოგი.

 

დამატებითი ინფორმაცია

ჟურნალის ვებ-გვერდიდან შეგიძლიათ ჩამოწეროთ სტატიის შაბლონი .



ეთიკის კოდექსი

ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპები


წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპებს საგამომცემლო საქმიანობით დაკავებული პირებისათვის, კერძოდ რედაქტორებისთვის, ავტორებისა და ხელნაწერთა რეცენზენტებისათვის. მოცემული პრინციპები შემუშავებულია ჟურნალის რედაქტორების მიერ და რეგულარულად ხდება მისი გადახედვა, და საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი რედაქტირება-დაზუსტება.

 

ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპები საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებით

შესავალი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ჟურნალი  "ქიმიის უწყებანი" ემსახურება ქიმიის, ქიმიური ინჟინერინგისა და მონათესავე დაგრების (როგორიცაა მაგალითად ფარმაცია, ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია, კვების ტექნოლოგია და ა.შ.) პოპულარიზაციას. ჟურნალის რედაქტორის მოვალეობაა, შეიმუშაოს სახელმძღვანელო პრინციპები, რომლითაც იხელმძღვანელებს ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნაშრომების შერჩევისა და მიღების პროცესში.
მოცემული სფეროს არსებითი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა მისი წევრების მიერ იმ კოდექსის მიღება, რომლითაც მოცემულია მათი ქცევის სასურველი წესები და მოვალეობები ერთმანეთისა და საზოგადოების წინაშე. მოცემული კოდექსი შეიქმნა, უპირველესად, საზოგადოების სასარგებლოდ, საგამომცემლო საქმიანობის ინტერესების დასაცავად.


მითითებები

ა. ეთიკური ნორმები ჟურნალის რედაქტორებისათვის

1. რედაქტორი ვალდებულია მიუკერძოებლად და მართებულად განიხილოს გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ყველა ხელნაწერი, განურჩევლად ავტორის/ავტორების რასისა, აღმსარებლობისა, ეროვნებისა, სქესისა, სამუშაო სტაჟისა და ორგანიზაციის წევრობისა. თუმცა, რედაქტორს შეუძლია გაითვალისწინოს განსახილველი ხელნაწერის დამოკიდებულება იგივე ავტორის/ავტორების მიერ წარსულში ან იმავდროულად წარმოდგენილ ხელნაწერებთან.
2. რედაქტორი ვალდებულია, პუბლიკაციისთვის წარმოდგენილი ხელნაწერები მისაღებად მოკლე ვადაში განიხილოს.
3. პუბლიკაციისთვის ხელნაწერის მიღებისა და უარყოფის პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ რედაქტორს. ამ მოვალეობის კეთილსინდისიერად და ზედმიწევნით შესასრულებლად რედაქტორი ტრადიციულად მიმართავს შესაბამისი გამოცდილების მქონე სამართლიან რეცენზენტებს, რათა მიიღოს კონსულტაცია პუბლიკაციისათვის წარმოდგენილი ხელნაწერების ხარისხისა და სარწმუნოობის (უტყუარობის) შესახებ. თუმცა, ხელნაწერი შეიძლება დაწუნებულ იქნეს შეფასების გარეშეც, თუ რედაქტორების აზრით, იგი ჟურნალისთვის შეუფერებელია. ხელნაწერის დაწუნების საფუძველი შეიძლება გახდეს ხელნაწერის შეუსაბამო (ზედმეტად დიდი) ზომა ჟურნალში მისთვის განკუთვნილ ადგილთან, მისი არააქტუალობა; აგრეთვე, შემდეგი მიზეზები: ხელნაწერი არ არის საკმარისად ფართო ინტერესის, აკლია შინაარსის სიღრმე, არ არის მისაღები ენით დაწერილი და სხვ.
4. რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრები ვალდებულნი არიან არ გაამჟღავნონ ინფორმაცია განსახილველი ხელნაწერის შესახებ სხვა პირებთან, გარდა იმ პირებისა, რომლებისგანაც ისინი პროფესიულ კონსულტაციებს იღებენ მოცემულ ხელნაწერთან დაკავშირებით (თუმცა, რედაქტორმა, რომელიც შუამდგომლობს ან უკვე მოლაპარაკებულია ავტორთან ხელნაწერის პუბლიკაციისთვის წარმოდგენასთან დაკავშირებით, შეიძლება სხვა ავტორს განუმარტოს, რომ მას უკვე მიღებული აქვს ანალოგიური ხელნაწერი პუბლიკაციისთვის ან ასეთი ხელნაწერი მზადდება გამოსაქვეყნებლად). ხელნაწერთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რედაქტორმა და სარედაქციო კოლეგიის წევრებმა შეიძლება გაამჟღავნონ ან გამოაქვეყნონ იმ ხელნაწერთა სათაურები და იმ ნაშრომების ავტორთა გვარები, რომლებიც მიღებულია პუბლიკაციისთვის, თუმცა მხოლოდ იმ ზომით, რაზეც არსებობს ავტორის/ავტორების ნებართვა. სხვა შემთხვევაში საჭიროა ავტორისგან/ავტორებისგან დამატებით ნებართვის აღება.
5. რედაქტორი პატივს სცემს ავტორების ინტელექტუალურ დამოუკიდებლობას.
6. სარედაქციო პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება ხელნაწერზე, რომლის ავტორიც თავად რედაქტორია და რომელიც წარმოდგენილია რედაქტორის ჟურნალში გამოსაქვეყნებლად გადაეცემა სხვა კვალიფიციურ პირს, როგორიცაა იმავე ჟურნალის სხვა რედაქტორი ან სარედაქციო ექსპერტთა კოლეგიის წევრი. გამოსაქვეყნებელი ხელნაწერის ამა თუ იმ ფორმით განხილვა მისსავე ავტორი რედაქტორის მიერ ითვლება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობით/ინტერესთა კონფლიქტად და ამდენად, გაუმართლებელია.
7. პუბლიკაციისთვის წარმოდგენილი ხელნაწერის ავტორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელნაწერში არსებული იმ ინფორმაციის, არგუმენტებისა და ახსნა-განმარტებების რედაქტორის მიერ საკუთარი კვლევის მიზნებით გამოყენება, რომლებიც არ ქვეყნდება. თუმცა, თუ ასეთი სახის ინფორმაცია მიუთითებს, რომ რედაქტორის ესა თუ ის კვლევა, სავარაუდოდ, არახელსაყრელი იქნება, რედაქტორი ეთიკურად უფლებამოსილია შეწყვიტოს მუშაობა. თუ ხელნაწერი იმდენად მჭიდრო კავშირშია რედაქტორის წარსულში წარმოებულ ან მიმდინარე კვლევასთან, რომ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს, რედაქტორი ვალდებულია სარედაქციო პასუხისმგებლობა მოცემულ ხელნაწერზე გადასცეს სხვა კვალიფიციურ პირს. რიგ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს ავტორის საქმის კურსში ჩაყენება მოცემულ სფეროში რედაქტორის კვლევისა და გეგმების შესახებ.
8. თუ რედაქტორს წარმოუდგინეს იმის დამამტკიცებელი ფაქტი, რომ რედაქტორის ჟურნალში გამოქვეყნებული ანგარიშის მთავარი არსი ან დასკვნები შეცდომითია, რედაქტორი ვალდებულია იზრუნოს შესაბამისი ანგარიშის გამოქვეყნებაზე, სადაც მითითებული იქნება დაშვებული შეცდომა და შეცდომის გასწორება, რამდენადაც შესაძლებელია. ანგარიში შეიძლება დაწეროს პირმა, რომელმაც პირველმა შენიშნა შეცდომა ან თავდაპირველმა ავტორმა.
9. ავტორს შეუძლია მოსთხოვოს რედაქტორს, რომ მისი ხელნაწერის განხილვისას კონსულტაციის მისაღებად არ მიმართოს ამა თუ იმ რეცენზენტს. თუმცა, რედაქტორმა შეიძლება მიმართოს დასახელებული რეცენზენტებიდან ერთს ან რამდენიმეს თუ იგი თვლის, რომ მისი (მათი) აზრი უცილობლად მნიშვნელოვანია ხელნაწერის ჯეროვნად შეფასებისათვის. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელნაწერი აშკარა შეუსაბამობაშია პოტენციური რეცენზენტის წინა ნაშრომთან.


ბ. ეთიკური ნორმები ავტორებისთვის

ხელნაწერების ავტორებს მოეთხოვებათ ქვემოთ მოცემული ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა. ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევაში რედაქტორის/რედაქტორების მხრიდან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმები, რომლებიც, სხვა სანქციების გარდა, საგამომცემლო პრივილეგიების გაუქმებასაც გულისხმობს.

1. ავტორის ძირითადი მოვალეობაა წარმოადგინოს მენციერულად  და ტერმინოლოგიურად გამართული ხელნაწერი.
2. ავტორს უნდა ესმოდეს, რომ ჟურნალში ხელნაწერის პუბლიკაციისათვის გამოყოფილი ადგილი ფასეული რესურსია და მასზე მნიშვნელოვანი დანახარჯია გაწეული. ამდენად, ავტორს მოეთხოვება მისი გონივრულად და ეკონომიურად გამოყენება.
3. ავტორმა მითითება უნდა გააკეთოს იმ პუბლიკაციებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს მითითებული ნაშრომის შინაარსი და რომლებიც შეიცავს მითითებას წარსულში დამუშავებულ ყველა იმ ნაშრომზე, რომლებიც ეხმარება მკითხველს მოცემული კვლევის უკეთ გაგებაში. იმ ნაშრომის ციტირება, რომელიც არ მიეთითება მოცემულ კვლევაში, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. აღნიშნული არ ეხება რეცენზიას. ავტორი ვალდებულია ჩაატაროს ინფორმაციული ძიება (ლიტერატურის მოძიება), მოიძიოს და მიუთითოს ამოსავალი პუბლიკაციები, რომლებშიც მოცემულია მოცემულ ნაშრომთან დაკავშირებული ნაშრომი. ნაშრომში გამოყენებულ დეფიციტურ მასალასთან დაკავშირებით კეთდება შესაბამისი ციტირება წყაროების მითითებით, თუ მასალა არა ავტორის, არამედ სხვა პირის მიერ არის მოწოდებული.
4. კვლევაში გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებთან, აღჭურვილობასთან თუ პროცედურებთან დაკავშირებით უჩვეულო/იშვიათი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი გარკვევით უნდა მიეთითოს ხელნაწერში, რომლის საფუძველზეც ქვეყნდება ნაშრომი.
5. სტატიის დანაწევრება არ არის რეკომენდებული. ავტორმა, რომელმაც ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამუშაოები, პუბლიკაცია ისეთი სტრუქტურით უნდა წარმოადგინოს, რომ თითოეულ მათგანში მოცემული იყოს ზოგადი კვლევის ყოველი კონკრეტული ასპექტის ამომწურავი მიმოხილვა. დანაწევრებული ანგარიში ჟურნალის ფურცლებზე საჭიროზე მეტ ადგილს იკავებს და ართულებს ლიტერატურის მოძიებას (ინფორმაციულ ძიებას). მკითხველს უიოლდება ინფორმაციის აღქმა, როდესაც ანგარიშები რელევანტური კვლევების შესახებ ქვეყნდება ერთსა და იმავე ჟურნალში ან მხოლოდ რამდენიმე ჟურნალში.
6. ხელნაწერის გამოსაქვეყნებლად წარდგენისას ავტორი ვალდებულია რედაქტორს აცნობოს მის ხელნაწერთან დაკავშირებული იმ ხელნაწერების შესახებ, რომლებიც ავტორს წარედგინა სარედაქციო განხილვისათვის ან გამოქვეყნებულია პრესაში. რედაქტორს უნდა წარედგინოს ამ ხელნაწერთა ასლები და უნდა მიეთითოს, თუ რა სახის დამოკიდებულება არსებობს მოცემულ ხელნაწერებსა და პუბლიკაციისთვის წარმოდგენილ ხელნაწერს შორის.
7. არ არის რეკომენდებული ავტორმა ხელნაწერები, რომლებშიც აღწერილია არსებითად ერთი და იგივე კვლევა, წარადგინოს პირველადი პუბლიკაციისთვის ერთზე მეტ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, თუ საქმე არ ეხება დაწუნებული ან პუბლიკაციიდან ამოღებული ხელნაწერის ხელმეორედ წარდგენას.
8. ავტორმა უნდა მიუთითოს მთელი ციტირებული და წარმოდგენილი ინფორმაციის წყარო, გარდა საყოველთაოდ ცნობილი/აღიარებული ინფორმაციისა. ავტორის ნაშრომში ისეთი კერძო არხებით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება და მითითება, როგორიცაა მაგ., არაოფიციალური საუბრები, მიმოწერა და დისკუსია მესამე მხარესთან დაუშვებელია მკვლევარის სპეციალური ნებართვის გარეშე, ვისთან ერთადაც მოხდა ინფორმაციის მიღება. იგივე წესები ვრცელდება ისეთი კონფიდენციალური მომსახურებისას მიღებულ ინფორმაციაზე, როგორიცაა ხელნაწერის რეცენზირება და ანკეტების წარდგენა.
9. ექსპერიმენტული ან თეორიული კვლევა შეიძლება ამართლებდეს სხვა მეცნიერის ნაშრომის კრიტიკას და, რიგ შემთხვევებში, მკაცრ კრიტიკასაც კი. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი კრიტიკული შეფასება შეიძლება გამოქვეყნებულ ნაშრომებშიც მიეთითოს. თუმცა, პირადი კრიტიკა სრულიად დაუშვებელია.
10. ნაშრომის თანაავტორები უნდა იყვნენ პირები, რომელთაც მნიშვნელოვანი მეცნიერული წვლილი მიუძღვით მოცემულ ნაშრომში და რომლებიც სხვებთან ერთად პასუხს აგებენ და ანგარიშვალდებულად თვლიან თავს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. თანაავტორების მიერ სხვა სახით გაწეული წვლილი მოცემულ ნაშრომთან დაკავშირებით მიეთითება სქოლიოში ან “მადლობის” ნაწილში. კვლევასთან ადმინისტრაციული ხასიათის კავშირი თავისთავად არ გულისხმობს მოცემული პირის თანაავტორობას (თუმცა, განსაკუთრებული ადმინისტრაციული დახმარების შემთხვევაში რეკომენდებულია მადლობის გამოხატვა). გარდაცვლილი პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ თანაავტორად აღიარების კრიტერიუმს, იწერებიან თანაავტორებად, ხოლო ცნობა მათი გარდაცვალების შესახებ (კერძოდ, გარდაცვალების თარიღი) მოცემულია სქოლიოში. ავტორი და თანაავტორი გამოგონილი სახელით არ მოიხსენიება. ავტორი, რომელიც წარადგენს ხელნაწერს პუბლიკაციისათვის პასუხს აგებს იმ ფაქტზე, რომ მის მიერ მითითებული თანაავტორები ნამდვილად ხელნაწერის თანაავტორები არიან და არც ერთი პირი, რომელიც არ არის თანაავტორი, არ არის ავტორის მიერ თანაავტორად მოხსენიებული. ხელნაწერის წარმომდგენი ავტორი ვალდებულია ყველა ცოცხალ თანაავტორს გაუგზავნოს ხელნაწერის ასლი და მიიღოს თანაავტორის თანხმობა ხელნაწერის თანაავტორობაზე.


გ. ეთიკური ნორმები მეცნიერთათვის, რომლებიც აქვეყნებენ ნაშრომებს არასამეცნიერო ლიტერატურულ წყაროებში

1. ავტორი, რომელიც აქვეყნებს ნაშრომს სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურულ წყაროებში, მოვალეა ზუსტად გადმოსცეს კვლევების არსი და მიუკერძოებლად განმარტოს ისინი, როგორც მოცემული კვლევების სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნების შემთხვევაში.
2. რამდენადაც არასპეციალისტს შეიძლება არ ესმოდეს სამეცნიერო ტერმინოლოგია, ავტორმა შეიძლება მიზანშეწონილად ჩათვალოს ნაშრომში ნაკლებად სპეციფიკური სიტყვების გამოყენება, რაც გაუიოლებს საზოგადოებას გამოქვეყნებული მასალის აღქმას. იმის გათვალისწინებით, რომ ურთიერთობას ავტორსა და ფართო საზოგადოებას შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სამეცნიერო ტერმინების შედარებით პოპულარული ენით გადმოცემა დასაშვებიც კია. თუმცა, ავტორი უნდა ეცადოს მაქსიმალურად დაიცვას სამეცნიერო ტერმინოლოგიის სიზუსტე პოპულარული ენით წერისას, შენიშვნებისა და ინტერვიუების გამოქვეყნებისას, რაც ხელს არ შეუშლის ეფექტურ ურთიერთობას საზოგადოებასა და მეცნიერს შორის.
3. ავტორი ვალდებულია, საზოგადოებას არ ამცნოს აღმოჩენის შესახებ თუ არ არსებობს აღმოჩენის საკმარისად მყარი ექსპერიმენტული, სტატისტიკური ან თეორიული საფუძველი, რის შედეგად მოხდება მისი სამეცნიერო ლიტერატურულ წყაროში გამოქვეყნება. ექსპერიმენტული ნაშრომისა და იმ შედეგების ანგარიში, რომელთა საფუძველზეც ქვეყნდება აღმოჩენა სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი უნდა იყოს რაც შეიძლება მალე. თუმცა, მეცნიერებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ კვლევის შედეგების გამოქვეყნება საზოგადოებრივ პრესაში, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ან განცხადებათა ელექტრონულ დაფაზე შეიძლება ჟურნალის რედაქტორის მიერ სამეცნიერო ჟურნალში წინასწარი შეტყობინების გამოქვეყნებად ჩაითვალოს.

 

ავტორებისათვის

ჟურნალში "ქიმიის უწყებანი" გამოქვეყნებულ სტატიებზე საავტორო უფლება ეკუთვნის საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციას.