გაფართოებული ძებნა

 

 

 

  ეკოლოგია  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 7,   N 1,   3-6

რამდენად სუფთაა მცირე მდინარეების წყალი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე?

გ. მაისურაძე, ნ. ბურჭულაძე, ნ. გაგნიაშვილი , გ. ცოტაძე

რეზიუმე: თბილისის მცირე მდინარეები ქმნიან რეკრეაციის, მოსახლეობის მშვიდად დასვენების ადგილებს და ამდიდრებენ  ქალაქს ესთეტიკური პეიზაჟებით. მცირე მდინარეებს  დიდი  როლი ენიჭებათ, ასევე კლიმატური თავისებურებების ჩამოყალიბებაში. ისინი  აწონასწორებენ  და ანაწილებენ  ტენს გარემოში. ცხელი ზაფხულის პერიოდში მათი წყლის ზედაპირები უზრუნველყოფენ დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას, ჰაერის ნაკადების მოძრაობას და ქალაქის სივრცეების  გაგრილებას. პროექტის ფარგლებში შესწავლილია მცირე მდინარეების, წავკისისწყლის და ვერეს,  საკვლევ მონაკვეთებზე წყლის ხარისხის ორგანოლეპტიკური  (ფერი, სუნი, სიმღვრივე,  მცურავი მინარევები) და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები (pH, T-°C, Ec-µS/სმ, TDS-მგ/ლ, DO-მგ/ლ, SO42--მგ/ლ, Cl--მგ/ლ, TSS-შეწონილი ნაწილაკები-მგ/ლ). განხილულია მათი ცვლილება შემოდგომა-ზამთრის სეზონების მიხედვით. შესრულებულია შესაბამისი დასკვნები. მიღებული შედეგები ზედაპირული წყლისთვის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის (ზ.დ.კ)  ფარგლებშია და არ აღემატება ნორმას. მცირე მდინარეების, წყლის სისუფთავე და ეკოლოგიური მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია. ჯანსაღი ეკოლოგიური  მდგომარეობის  შესანარჩუნებლად, აუცილებელია  მცირე მდინარეების  წყლის  რეგულარული  მონიტორინგი.  

გამოქვეყნებულია: 12-04-2024  |  ნანახია: 55-ჯერ


 


ტომი: 1, ნომერი: 1
HTML | PDF

ტომი: 1, ნომერი: 2
HTML | PDF

ტომი: 2, ნომერი:1
HTML | PDF

ტომი: 3, ნომერი:1
HTML | PDF
 

ტომი: 3, ნომერი: 2
HTML | PDF

ტომი: 3, ნომერი: 3
HTML | PDF

ტომი: 3, ნომერი: 4
HTML | PDF

ტომი: 4, ნომერი: 1
HTML | PDF

ტომი: 4, ნომერი: 2
HTML | PDF

ტომი: 5, ნომერი: 1
HTML | PDF

ტომი:6, ნომერი: 1
HTML | PDF