სიახლეები
ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტური
22-23 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, გაიმართა 2021 წლის ქიმიის 53-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის შესარჩევი პირველი და მეორე ტური.
კონკურსში მონაწილეობდა 10 მოსწავლე.
იხილეთ 2021 წლის ქიმიის 53-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის ამოცანები, ამოხსნები და შეფასების სქემები.
ძირითადი და სარეზერვო ნაკრების შემადგენლობა უახლოესს დღეებში გახდება ცნობილი.
მიმდინარე წელს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის IChO-2021 მასპინძელია იაპონია. COVID პანდემიის გამო ოლიმპიადა კვლავ დისტანციურად ტარდება. ფინალური ტური საქართველოს მხარეს ჩატარდება 28 ივლისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.
გამოქვეყნებულია: 24-05-2021