სიახლეები

 

ახალი წიგნი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია საიუბილეო 10 წლისთავთან დაკავშირებით აგრძელებს ახალი რესურსების შექმნას.

ამჯერად გთავაზობთ ნოდარ ლეკიშვილი, მაია რუსია, ხათუნა ბარბაქაძე, გიორგი ლეკიშვილის, ელიზბარ ელიზბარაშვილის  წიგნის „არაორგანული და ორგანული ქიმია. კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში“ განახლებულ, სრულყოფილ ელექტრონულ გამოცემას.

წიგნი ორი ნაწილისგან შედგება – არაორგანული ქიმია და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში. 

წიგნი გამიზნულია არაორგანულ და ორგანულ ქიმიაში ცოდნის თვითშემოწმებისათვის უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრიატისა სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი ასევე სასარგებლო იქნება   ქიმიის მასწავლებლებისთვის და აბიტურიენტებისთვის.

ამჟამად chemistry.ge საიტის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომია წიგნის პირველი - არაორგანული ქიმიის ნაწილი. მასში კომპაქტურად არის განხილული კითხვები და შესაბამისი პასუხები ყველა მნიშვნელოვანი s, p, d და f ელემენტის და მათი ძირითადი ნაერთების ქიმიიდან. მოიცავს როგორც ელემენტების ატომების და ნაერთების აღნაგობას, ისე მიღების მეთოდებს, ქიმიურ თვისებებს, მათ როლს ადამიანის ორგანიზმში და გამოყენების მნიშვნელოვან სფეროებს.

 

ელექტრონული წიგნი აღჭურვილია სარჩევითა და საძიებო სისტემით, რაც მომხმარებლებს გაუმარტივებს სასურველი ინფორმაციის მოძიებას.

წიგნის მეორე ნაწილი მზადების პროცესშია და პერმანენტულად განთავსდება.

ელექტრონული წიგნი განთავსებულია ბმულზე.

 

 

გამოქვეყნებულია: 18-05-2021