სიახლეები

 

ქიმიის მასწავლებელთა ონ-ლაინ ტრენინგი

2012 წლის 23 მარტს გაიხსნა ქუთაისის მასწავლებლის სახლი. მასწავლებლის სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასთან და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენრტის დირექტორთან, გია მამულაშვილთან ერთად გახსნა.
მასწავლებლის სახლი ქუთაისში დღის განმავლობაში 200-მდე პედაგოგს მოამზადებს. ტრენინგები ყველა საგანსა და პროფესიულ უნარებში აქ ყოველდღიურად ჩატარდება. ქუთაისის მასწავლებლის სახლში პედაგოგებს ადგილობრივ ტრენერებთან ერთად, თბილისიდან ჩასული სპეციალისტებიც მოემსახურებიან.
დღეს მასწავლებლის სახლში უკვე მოეწყო ონ-ლაინ ტრენინგი ქიმიაში. დისტანციური ტრენინგი თბილისის მასწავლებლის სახლიდან ჩაატარა პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილმა, ხოლო ქიმიის პედაგოგები ტრენინგს ქუთაისის მასწავლებლის სახლში ესწრებოდნენ .
ვრცლად

 

 

გამოქვეყნებულია: 22-04-2012