სიახლეები

 

თინათინ ბუთხუზი - 2019 წლის ქიმიის საუკეთესო მასწავლებელი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო ქიმიის მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.

 

2019 წლის ქიმიის საუკეთესო მასწავლებელი გახდა თინათინ ბუთხუზი.

 

კონკურსის კანდიდატებს ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა, რომლის წევრებიც თითოეული კონკურსანტის გაკვეთილებს დაესწრნენ და მასწავლებლების პორტფოლიო შეისწავლეს.

 

აქვე დავძენთ, რომ თინათინ ბუთხუზი არის სპქა-ს აქტიური წევრი, მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი „ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ქსელი“.  უძღვება მოსწავლეთა ყოველწლიურ კონფერენციას „ოქროს რიცხვი“.  საქართველოს ეროვნული ქიმიის ნაკრების დაფუძნების დღიდან ჩართულია ნაკრების მომზადებაში და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IChO) იკავეს მწვრთნელის,  ხოლო მენდელეევის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მთავარი მენტორის პოზიციას.

 

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია გულითადად ულოცავს თინათინს მიღწეულ წარმატებას  და უსურვებს შემდგომ მიღწევებს.



დაჯილდოების ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ბმულზე

 

 

გამოქვეყნებულია: 01-07-2020