სიახლეები

 

ინტერნატგაზეთი “mastsavlebeli.ge” რვა წლის გახდა!

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციცია გულთადად ულოცავს ინტერნატგაზეთს “mastsavlebeli.ge” რვა წლის იუბილეს.  საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციცია და ინტერნატგაზეთი “mastsavlebeli.ge” დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობენ.

 

ინტერნეტგაზეთს დღეს მილიონ-ნახევარზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და მის მიმართ ინტერესი, თემატიკის მრავალფეროვნებისა და განსაკუთრებული ავტორების გამო, ყოველდღიურად იზრდება.

 

ამ რვა წლის მანძილზე ინტერნეტგაზეთში გამოქვეყნებულია 6912 საგანმანათლებლო რესურსი თუ სტატია.

 

ამავე გაზეთის საგანმანათლებლო რესურსებზე დაყრდნობით გამოცემულია „მასწავლებლის ბიბლიოთეკის“ 13 „მასწავლებლის წიგნი“.

 

იგი ატარებს ყოველწლიურ კონკურსს – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, რაც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ლიტერატურაში თანამედროვე მასწავლებლის სახის შექმნას უწყობს ხელს. აღნიშნულ კონკურსზე ჩვენს ორგანიზაციაც დაწესებული აქვს სპეციალური პრიზი "საუკეთეოსო მოთხრობა ბუნებისმეტყველ მასწავლებელზე", რომელსაც გასცემს კონკურსის დაარსების დღიდან. 

 

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია მადლობას უხდის  ინტერნატგაზეთის “mastsavlebeli.ge” სარედაქციო კოლეგიას და ავტორთა ჯგუფს უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭირო საგანმანათლებლო რესურსის შექმნისათვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

 

 

 

გამოქვეყნებულია: 01-07-2020